მთავარისაქართველომაღალი თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების კონტროლი

მაღალი თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების კონტროლი

სამოქალაქო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულმა კომისიამ შეადგინა იმ პირთა სია, რომელთა ქონებრივი დეკლარაციებიც ანტიკორუფციულმა ბიურომ უნდა შეისწავლოს. ამ ჩამონათვალშია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც, ასევე მთავრობის წევრები, პარლამენტარები, აჭარის მთავრობის წევრები, მოსამართლეები, ცესკოს წარმომადგენლები და სხვა.

მაღალი საჯარო თანამდებობის პირებს კანონმდებლობა ავალდებულებთ, შეავსონ დეკლარაციები, სადაც უნდა მიუთითონ ზუსტი ინფორმაცია ქონებისა და ფინანსური რესურსების შესახებ. სწორედ ამ დოკუმენტების ნამდვილობა უნდა შეამოწმოს ახლა ანტიკორუფციულმა ბიურომ.

აღსანიშნავია, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს, კანონმდებლობის მიხედვით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიასთან ისაუბრა გიორგი დავითურმა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მთავარმა იურისტმა. ის ამავდროულად იმ კომისიის წევრია, რომელმაც თანამდებობის პირთა სია განსაზღვრა.

„ამ სიაში მოხვდნენ მოსამართლეებიც. ამ ყველაფრის განმაპირობებელი გარემოება იყო, პირველი რიგში, მაღალი საჯარო ინტერესი და ასევე მათ მიერ დაკავებულ პოზიციებთან არსებული კორუფციის რისკები. კვლევისას ჩვენ მივაგენით გარკვეულ საკითხებს, რა დროსაც ჩნდებოდა კითხვები მიღებული საჩუქრების წარმომავლობასთან დაკავშირებით. მაგალითად, მიხეილ ჩინჩალაძის (თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე) შემთხვევაში გამოვლინდა, რომ ის საზღვარგარეთიდან იღებდა გარკვეულ საჩუქრებს, რასთან დაკავშირებითაც გაჩნდა კითხვები. ამ სიაში ჩინჩალაძე მოხვდა კორუფციასთან არსებული მაღალი რისკის გამო. ასევე ამ ჩამონათვალში მოხვდნენ ის პროკურორები, რომლებიც კურირებენ სუს-ში ანტიკორუფციულ საკითხებთან დაკავშირებულ დავებს“, – განაცხადა ევრონიუს ჯორჯიასთან გიორგი დავითურმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend