ზებურ ბოლქვაძე ერთ-ერთია იმ გამარჯვებულთაგან, რომელმაც წელს პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო მიიღო. ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით გამართულ გალა ღონისძიებაზე მან 2023 წლის პროფესიული განათლების სტუდენტის კატეგორიაში გაიმარჯვა.
63 წლის უკვე ყოფილი სტუდენტი ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ გობრონეთში ცხოვრობს.
კოლეჯ ,,ბლექსიში“ ის 2 წლის განმავლობაში მეფუტკრეობას ეუფლებოდა. ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში 2023 წლის პროფესიული განათლების სტუდენტის კატეგორიაში გამარჯვებულმა, ზებურ ბოლქვაძემ და ათასწლეულის ფონდის დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ ისაუბრეს.