რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოსკოვში საკუთარი საარჩევნო შტაბის ცენტრალურ ოფისს ეწვია. ვლადიმერ პუტინი შეხვდა მოქალაქეებს, რომლებიც მოხალისეების რანგში იღებენ მონაწილეობას მის საპრეზიდენტო კამპანიაში.
რუსული საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის წამოსაყენებლად 300 ათასი მოქალაქის ხელმოწერის შეგროვებაა საჭირო. ვლადიმერ პუტინის მთავარი პოლიტიკური კონკურენტი ალექსეი ნავალნი სატუსაღოშია გამომწყვდეული. საარჩევნო რეფორმის შედეგად კი ვლადიმერ პუტინის, რომელიც უკვე 24 წელია მართავს სახელმწიფოს, 2036 წლამდე შეეძლება სახელმწიფოს სათავეში დარჩენა.
ვლადიმერ პუტინი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი: “ჩვენ საერთო მიზანი გვამოძრავებს, სამშობლოს გაძლიერება. მე მიხარია, რომ სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი და განსაკუთრებით ახალგაზრდები მიჭერენ მხარს. დიდი მადლობა თქვენ. მადლობა ყველა მოხალისეს, რომლებიც ამ საარჩევნო კამპანიაში იღებენ მონაწილეობას. განსაკუთრებული მადლობა კი ფრონტის ხაზზე მყოფ მოხალისეებს მინდა გადავუხადო”.