მთავარისაქართველორიჩარდ ნეფიუს ვიზიტი საქართველოში

რიჩარდ ნეფიუს ვიზიტი საქართველოში

გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი თბილისში შეხვედრებს მართავს

როგორ ებრძვიან საქართველოში კორუფციას და რას აკეთებს ხელისუფლება კორუფციის რისკის შესამცირებლად – ეს ის საკითხებია, რომლებზეც დღეს მთელი დღის განმავლობაში საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციების, პარლამენტისა და ანტიკორუფციული სააგენტოს წევრები რიჩარდ ნეფიუსთან.

რიჩარდ ნეფიუ გლობალური ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორია, ის საქართველოში სამუშაო ვიზიტით არის ჩამოსული და დღეს დილიდან კორუფციასა და მასთან ბრძოლის გზებთან დაკავშირებით შეხვედრებს მართავს სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელთან.

გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი თბილისში შეხვედრებს დღეს, 17 იანვარს, დილიდან მართავდა. ის შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელს. როგორც ცნობილია, ისაუბრეს ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლაზე, ამ მხრივ არსებულ გამოწვევებსა და ანტიკორუფციულ სააგენტოზე.

მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა საქართველოში კორუფციასთან დაკავშირებით დღეს ბევრი ისაუბრეს. ოპოზიციაში განაცხადეს ისიც, რომ ანტიკორუფციულ სააგენტოს არცერთი საქმე არ გამოუძიებია და ისიც, რომ საქართველოში ე.წ. „ელიტური კორუფცია“ არსებობს. ქართულ ოცნებაში კი ამბობენ, რომ კორუფციის რისკი ყველა ქვეყანაშია.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ოპოზიციური პარტიების წევრების თქმით, კორუფცია საქართველოში ეროვნული უსაფრთხოების საკითხია და ქვეყანაში კორუფციის შესამცირებლად პარტნიორების ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend