მთავარისაქართველომომავალი მსოფლიო წესრიგი და საქართველო

მომავალი მსოფლიო წესრიგი და საქართველო

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური ომის უდიდესი ნაწილი ამჟამად შავი ზღვის სანაპიროებთან მიმდინარეობს. შავი ზღვით დაინტერესებულია როგორც რუსული ასევე დემოკრატიული სამყარო.

საერთაშორისო ეკონომიკური ინტეგრაციისა და გლობალიზაციის ფონზე იზრდება შავი ზღვის მოსაზღვრე სამხრეთ კავკასიის რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობაც.

აღმოსავლეთ ევროპის განაპირას მდებარე და იმპერიული ერებით გარშემორტყმული სამი სახელმწიფო ახალ მსოფლიო წესრიგში საკუთარი თავისა და ადგილის აღმოჩენას ცდილობს.

სამხრეთ კავკასიის რეგიონში 16 მილიონამდე ადამიანი და 50-ამდე ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს. მეზობელმა აზერბაიჯანმა სეპარატიზმი დაამარცხა, საქართველო დასავლეთისკენ მიიწევს წინ, ხოლო სომხეთი რუსული მარწუხებისგან თავის დახსნას ცდილობს.

ამიერკავკასიისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ სასაუბროდ მოვიწვიეთ საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, ლექტორი და საქართველოს უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამების ხელმძღვანელი ლაშა ძებისაშვილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend