უკრაინა აგრძელებს სამშვიდობო ფორმულაზე მუშაობას, რათა დაასრულოს რუსეთთან თითქმის ორწლიანი ომი.
დავოსში მთელი მსოფლიოდან არიან მოწვეული ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები.
უკრაინის პრეზდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სხდომაზე თავისი შტაბის უფროსი გაგზავნა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიური შეხვედრა ამ წელს უკრაინის სამშვიდობო ფორმულის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდით დაიწყო და მას უკრაინა და შვეიცარია მასპინძლობენ.
A new Peace Formula meeting of advisors is taking place in Switzerland today. This is already the fourth such meeting. It is important that every new one gathers more participants.
Over 80 states and international organizations are represented now. And not only our usual… pic.twitter.com/H3FOtiPmtV— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) January 14, 2024
მალტაში გამართულ წინა ტურისგან განსხვავებით, რომელსაც ჩინეთი არ დასწრებია, აქ უფრო მეტი ქვეყანა მონაწილეობს.
მშვიდობის დასამყარებლად და პროგრესისთვის აუცილებელია ჩინეთის ჩართულობა.
ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ლი ციანგი ამ კვირაში დავოსში დელეგაციას უხელმძღვანელებს. უკრაინა აღიარებს, რომ რუსეთის მოკავშირე ჩინეთი უნდა შეიყვანოს იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობენ.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ დასწრებია კვირას გამართულ შეხვედრას, თუმცა ის იქნება დავოსში, და 16 იანვარს სიტყვით გამოვა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე.