14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა. სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, ორბელიანების სასახლეში ღონისძიება გაიმართა.
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებს მიმართა და მოუწოდა, რომ დაიცვან ქვეყანა დასახელმწიფო დროშა. მისი თქმით, ეს დროშა მუდმივად იქნება საქართველოს სიმბოლო და დაიცავს იმ ფასეულობებს, რომლებიც ქართველ ერს აერთიანებს. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს დროშა არის სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სიმბოლო. ს
ახელმწიფო დროშის დღე საქართველოს უკრაინისა და აშშ-ის საელჩომაც მიულოცეს.