მთავარისაქართველოსერგეი შამბა: "რუსული სამხედრო ბაზა ოკუპირებულ ოჩამჩირეში შესაძლოა წელს ამოქმედდეს"

სერგეი შამბა: “რუსული სამხედრო ბაზა ოკუპირებულ ოჩამჩირეში შესაძლოა წელს ამოქმედდეს”

რუსეთის ფედერაციის საზღვაო ფლოტის სამხედრო ბაზა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე შესაძლოა წელს ამოქმედდეს. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა რუსულ სამთავრობო მედიასთან საუბრობს.

სერგეი შამბას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ბაზის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა, ის შესაძლოა წელს უკვე ამოქმედდეს.

“სამშენებლო სამუშაოები ოჩამჩირის ყურეში, სადაც რუსეთის საზღვაო ძალების გემების მუდმივი ბაზა განთავსდება, ჯერ არ დაწყებულა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის შედგენა, თუმცა მისი მოქმედება შესაძლოა, წელს დაიწყოს. მიჭირს ამ ეტაპზე საუბარი, თუ როდის ამოქმედდება და კონკრეტულად რა იქნება პროექტში”, – განაცხადა შამბამ.

გასული წლის ოქტომბერში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ რუსეთი ოჩამჩირეში მუდმივმოქმედ ბაზას ააშენებს. მისი თქმით, ხელშეკრულება ამ საკითხზე უკვე გაფორმდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend