კატარი,,ჰამასის“ ლიდერებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა ხელი შეუწყოს ღაზის სექტორში სამედიცინო მარაგის მიწოდებას, როგორც პალესტინელებისთვის, ისე ისრაელელი მძევლებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ ..ჰამასის“ ტყვეობაში იმყოფებიან.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დაღუპულთა რაოდენობა 23500-ს აჭარბებს.პალესტინელები ღაზაში ისრაელის თავდასხმის შედეგად დაღუპულებს კრძალავენ.
ჯანმოს განცხადებით, ღაზაზე ისრაელის ინტენსიური შეტევის, მოძრაობის შეზღუდვისა და შეწყვეტილი კომუნიკაციების გამო, ფაქტობრივად, შეუძლებელია ღაზის საავადმყოფოებისთვის სამედიცინო მარაგის მიწოდება.
ისრაელის არმია, კი ავრცელებს ახალ კადრებს, რომლებშიც ჩანს ღაზის სამხრეთით მდებარე ქალაქი ხან იუნისი, სადაც განთავსებულია მიწისქვეშა გვირაბები. ისრაელის თავდაცვის ძალები ამტკიცებენ, რომ ,,ჰამასის“ ლიდერები სწორედ ამ გვირაბებს აფარებენ თავს. ამასთან, ისრაელის მხარე ვარაუდობს, რომ ამავე ტერიტორიაზე აღმოჩენილი გვირაბები შესაძლოა, მძევლების დასაკავებლადაც გამოეყენებინათ.
Underneath the city of📍Khan Yunis, IDF troops exposed an underground tunnel confirmed to have held Israeli hostages.
The tunnel was connected to an extensive network beneath a civilian area. Millions of shekels are estimated to have been invested in excavating the tunnel and… pic.twitter.com/MsnbrCsn7w
— Israel Defense Forces (@IDF) January 11, 2024
ისრაელელი მძევლების ნათესავები კი ღაზის საზღვართან შეიკრიბნენ და შეძახილებით მიმართეს ,,ჰამასსა“ და ღაზის მოსახლეობას დაკავებული მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით.
ამ ფონზე აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი ამოს ჰოხშტეინი მოლაპარაკებებს მართავს ლიბანში, რათა მოძებნოს დიპლომატიური გზა ისრაელ-ლიბანის საზღვარზე შექმნილი სიტუაციის დეესკალაციისთვის. ისრაელი და „ჰეზბოლა“ ყოველდღიურად ხსნიან ცეცხლს ერთმანეთის საწინააღმდეგოდ.