ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელს მოუწოდებს, გააძლიეროს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა და გაზარდოს ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობა.
In Tel Aviv today, I met with Israeli Prime Minister Netanyahu, President Herzog, and several other senior government officials about their military campaign in Gaza and how we see the future of the region and Israel’s future. pic.twitter.com/MQDROGKtpu
— Secretary Antony Blinken (@SecBlinken) January 9, 2024
თელ-ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე მან ასევე განაცხადა, რომ ისრაელმა უნდა იმუშაოს პალესტინელ ლიდერებთან ერთად, რომლებსაც სურთ მშვიდობა და საკუთარი ხალხის კეთილდღეობა. თუმცა ისიც აღნიშნა, რომ დიდ გამოწვევებთან არის დაკავშირებული მტერთან ბრძოლა, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობაშია შერეული. ისინი სკოლებსა და საავადმყოფოებში იმალებიან და იქიდან ხსნიან ცეცხლს.
ბლინკენი დასძენს, რომ ამ ომს ღაზის მშვიდობიანი მოქალაქეები ეწირებიან, განსაკუთრებით დიდია მსხვერპლი ბავშვებში.

ისრაელის ძალები კი აგრძელებენ იერიშს და ინტენსიურად ბომბავენ ალყაში მოქცეულ ტერიტორიას.
მოქალაქეები იძულებული არიან, გაიქცნენ, ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს უჭირთ მოსახლეობის დახმარება. გაეროს წარმომადგენლები ხან -იუნისში თავიანთი თავშესაფრის დაბომბვის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას.
ისრაელის დაბომბვის შედეგად დაღუპულები და დაჭრილები ალ-აქსას საავადმყოფოში გადაჰყავთ. საავადმყოფო ძალიან მწირი რესურსით მუშაობს. ისრაელის სამხედრო აქტივობების გამო მიმდებარე ტერიტორიიდან ევაკუაციის ბრძანებაა გაცემული. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობამ 23 000-ს გადააჭარბა, მათგან 10 000 ბავშვია.