მთავარიევროპაუკრაინაზელენსკი ევროპელ ლიდერებს მოუწოდებს, ევროპაში თავისუფლების დასაცავად შექმნან საკმარისი რაოდენობის არსენალი

ზელენსკი ევროპელ ლიდერებს მოუწოდებს, ევროპაში თავისუფლების დასაცავად შექმნან საკმარისი რაოდენობის არსენალი

კვირას შვედეთში გამართულ 2024 წლის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ევროპას თავისუფლების დასაცავად და თავდაცვის უზრუნველსაყოფად სჭირდება საკმარისი რაოდენობის იარაღი, შესაძლებლობები და ის ძალა,  რომელიც საშუალებას მისცემს მთელ ევროპასა და მის თითოეულ ნაწილს გადარჩეს და შეინარჩუნოს საკუთარი მეობა ნებისმიერ გლობალურ სიტუაციაში.

ამავდროულად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავის რეზიდენციაში იმ რუსი ჯარისკაცების ოჯახის წევრებს შეხვდა, რომლებიც უკრაინაში მოსკოვის სამხედრო კამპანიაში იღებენ მონაწილეობას.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, საშობაო ლიტურგიაზე, 7 იანვარი 2024 – Gavriil Grigorov, Sputnik, Kremlin Pool Photo via AP

შობის დღესასწაულზე გამართულ შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინმა სიმამაცისთვის შეაქო ის ჯარისკაცები, რომლებიც იარაღით ხელში ქვეყნის ინტერესებს იცავენ.

მისი განცხადებით, შეხვედრა მკაფიო ნიშანია იმისა, რომ უკრაინაში მებრძოლი მეომრების ოჯახებს დაეხმარებიან და მხარს დაუჭერენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend