კვირას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზაში ომი იქამდე გაგრძელდება, სანამ ისრაელი არ გაანადგურებს „ჰამასს“ და არ გაათავისუფლებს ისრაელელ მძევლებს.
ნეთანიაჰუმ ისრაელის ომის კაბინეტის სხდომაზე დაჯგუფება „ჰეზბოლასაც“ მიმართა და ურჩია, გაითვალისწინოს ის ყველაფერი, რაც „ჰამასმა“ ამ თვეების განმავლობაში თავის თავზე გამოცადა.
לא עוצרים עד שמנצחים! pic.twitter.com/j4LBnOIQAk
— Benjamin Netanyahu – בנימין נתניהו (@netanyahu) January 7, 2024
ისრაელის არმიის სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ დაადასტურა, რომ „ჰეზბოლამ“ ჩრდილოეთ ისრაელში ავიასამეთვალყურეო ბაზაზე მიიტანა იერიში. თუმცა მას დეტალებზე არ უსაუბრია.
დასავლეთ სანაპიროზე, ერთ-ერთ საგუშაგოზე, პოლიციამ, რომელმაც ცეცხლი გაუხსნა სავარაუდო თავდამსხმელებს, შემთხვევით ესროლა 3-4 წლამდე ასაკის პალესტინელ ჩვილსაც. ბავშვი მაშინვე დაიღუპა.

უკვე მეოთხე თვეა, რაც ახლო აღმოსავლეთში ომია. ისრაელი ჩრდილოეთ ღაზაში ბრძოლის ამსახველ კადრებს ავრცელებს,
The Chief of the General Staff, the Head of the ISA, the Commanding Officer of the Southern Command and the Head of the Intelligence Directorate held a situational assessment at the heart of Khan Yunis yesterday (Friday).
LTG Halevi spoke with special forces operating in the… pic.twitter.com/LhNbxYJfmK
— Israel Defense Forces (@IDF) January 6, 2024
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ დაიღუპა 22 800 პალესტინელი, რომელთა უმეტესობა ბავშვი და ქალია.