მთავარიევროპაუკრაინაბელგოროდსა და ანექსირებულ ყირიმში რუსული სამხედრო ობიექტები დაიბომბა

ბელგოროდსა და ანექსირებულ ყირიმში რუსული სამხედრო ობიექტები დაიბომბა

სოციალური მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე, ქალაქ სევასტოპოლზე უკრაინის მიერ მიტანილ იერიშს რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის მეთაური ვალერი გერასიმოვი შეეწირა

უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად წამოწყებული ომი ფრონტის ხაზებიდან ასობით კილომეტრის დაშორებითაც ახდენს მოსახლეობაზე გავლენას და ხშირ შემთხვევაში თანამედროვე შეიარაღება, სამხედრო დრონები და ბალისტიკური რაკეტები სანგრებიდან შორს, ქალაქის ქუჩებში კლავენ მშვიდობიან მოქალაქეებს. რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე მიტანილი იერიშების საპასუხოდ კიევი მოსაზღვრე რუსულ რეგიონებში სამხედრო სამიზნეებს ბომბავს. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, მათ ბელგოროდის რეგიონსა და ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე საერთო ჯამში 20 სამხედრო დრონი ჩამოაგდეს. ბოლო რამდენიმე დღეა, რაც უკრაინულ არმიას სხვადასხვა თანამედროვე შეიარაღების გამოყენებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსულ სამხედრო სამიზნეებზე მიაქვს იერიში, შედეგად რუსულმა მხარემ დაკარგა 4 SU – 34 ტიპის სამხედრო საჰაერო ხომალდი, სამი მათგანი ოკუპირებული დონბასისა და ზაპოროჟიეს ადმინისტრაციულ საზღვართან, ერთი კი გუშინ 4 იანვარს, ურალის იქით მდებარე ქალაქ ჩელიბიანსკის სამხედრო საჰაერო ბაზაზე, უკრაინული სპეცსამსახურების დამსახურებით.

დღეს, 5 იანვარს, სოციალურ მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე, ქალაქ სევასტოპოლზე უკრაინის მიერ მიტანილ იერიშს რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის მეთაური ვალერი გერასიმოვი შეეწირა.

ვიაჩესლავ გლადკოვი, ბელგოროდის გუბერნატორი: “გუშინდელი ღამე საფრთხით აღსავსე იყო, კიდევ ერთხელ დაგვბომბეს, ორი ადამიანი დაიჭრა, ერთ მათგანს სერიოზული ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, რათა ჭურვის ნამსხვრევები ამოეღოთ, მადლობა ღმერთს, რომ სხვა დაშავებულთა მდგომარეობა მძიმე არ გახლავთ”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend