მთავარიმსოფლიოაშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს ეწვევა

ახლო აღმოსავლეთში კვლავ დაძაბულობაა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ომის დაწყების შემდეგ ახლო აღმოსაველთს მეოთხედ ეწვევა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ბლინკენი შეეცდება,  გააძლიეროს ძალისხმევა ღაზაში სიტუაციის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. იგი ასევე გამოძებნის საშუალებებს, რათა უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარება პალესტინელებისთვის.

,,აშშ- ის სახელმწიფო მდივანს მიაჩნია, რომ ჩვენ გვჭირდება პროგრესის მიღწევა როგორც ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობის საკითხებში, ისე იმისთვის, რომ  პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას ნაკლები ზიანი მიადგეს.  ასევე საჭიროა პროგრესი კონფლიქტის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა.

ენტონი ბლინკენი ისრაელის გარდა, ეწვევა თურქეთს, საბერძნეთს, იორდანიას, კატარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, საუდის არაბეთსა და ეგვიპტეს.

ბლინკენის ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში ირანში მომხდარი ტერორისტული აფეთქებების შემდეგაც დაიგეგმა. ინციდენტზე პასუხისმგებლობა  „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის, სოლეიმანის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად 103 ადამიანი დაიღუპა, 188-ზე მეტი კი   დაშავდა.

წითელ ზღვაში კომერციულ გემებზე ბოლოდროინდელმა თავდასხმებმა ასევე ხელი შეუწყო ახლო აღმოსავლეთში რეგიონულ დაძაბულობას.

იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილმა „ჰუტის“ ჯგუფმა, რომელიც ადრე ამბობდა, რომ თავდასხმებით ღაზას სოლიდარობას უწევდა, ხუთშაბათს დილით წითელ ზღვაში კომერციული გემების წინააღმდეგ უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. გაერო საერთაშორისო თანამეგობრობა წითელ ზღავში დაძაბული ვითარების შესახებ  აფრთხილებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend