მთავარიაზიაისრაელი„ჰეზბოლას“ ლიდერმა განაცხადა, რომ თუ ისრაელი ლიბანის წინააღმდეგ ომს დაიწყებს, მას მაღალი...

„ჰეზბოლას“ ლიდერმა განაცხადა, რომ თუ ისრაელი ლიბანის წინააღმდეგ ომს დაიწყებს, მას მაღალი ფასის გადახდა მოუწევს

ისრაელი აცხადებს, რომ მათ ლიბანში საპასუხო საარტილერიო ცეცხლი გახსნეს „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

ისრაელის თავდაცვის ძალები მობილიზებული არიან ლიბანში განვითარებული მოვლენების გამო. როგორც ცნობილია,  ბეირუთში საჰაერო დარტყმის შედეგად ლიკვიდირებულია დაჯგუფება „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერი.

ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად აფეთქებული „ჰამასის“ ლიდერის მანქანა. 3 იანვარი, 2024, ლიბანი – AP

„ჰამასის“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წევრის სალეჰ ალ-არურის სიკვდილში ისრაელს ადანაშაულებენ. თუმცა ისრაელი მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებს.

საჰაერო დარტყმიდან 24 საათში „ჰეზბოლას“ ხელმძღვანელმა ჰასან ნასრალამ განაცხადა, რომ ისრაელი უნდა ელოდოს შესაბამის პასუხსა და სასჯელს. მან ასევე დასძინა, რომ თუკი მოწინააღმდეგე ლიბანის წინააღმდეგ ომს დაიწყებს, მას მაღალი ფასის გადახდა მოუწევს.

ცენტრალურ და სამხრეთ ღაზაში მძიმე ბრძოლებია

ღაზაში მებრძოლი ისრაელელი სამხედროები სამხრეთ ისრაელში გადადიან  და მარაგს ავსებენ.  ღაზის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ომის დაწყებიდან ისრაელმა 22 300 პალესტინელი დახოცა.

ისრაელის სამხედრო ვერტმფრენი ღაზის მიმართულებით მიფრინავს – AP

რამდენიმე დღეა ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს როგორც ქალაქ ხან-იუნისში, ისე მის მისადგომებთან. ისრაელის მხარე ამბობს, რომ მათ იერიში მიიტანეს ისლამური „ჯიჰადის“ იარაღის საწარმოზე.

გაეროში აცხადებენ, რომ ისრაელი თავს დაესხა პალესტინის „წითელი ჯვრის“ შენობას, რასაც  5 ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელი პალესტინელებს მოუწოდებს, სასწრაფოდ დატოვონ ქალაქი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend