მთავარიმსოფლიოდეკემბრის რჩეული ფილმები

დეკემბრის რჩეული ფილმები

ვონკა, პოლ კინგის მიუზიკლი, რომელშიც მთავარ როლს ტიმოთი შალამე ასრულებს, აშშ-ში 2023 წლის ყველაზე შემოსავლიან ფილმად დაასახელეს. მისი გამოსვლის დღიდან ფილმმა 24 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. ფილმში მოვლენები ვითარდება მე-19 საუკუნის ბოლოს ლონდონში და მოგვითხრობს გამოსასწორებელი სკოლის მოსწავლე ვილი ვონკას შესახებ, რომელიც მკაცრ ზედამხედველს უპირისპირდება.

ვონკას შემდეგ ყველაზე შემოსავლიანი ფილმი დეკემბრის თვეში გახდა “აქვამენი: დაკარგული სამეფო”. ფილმში მთავარ როლს კვლავ ჯეისონ მომოა ასრულებს. ეს არის ფილმი ატლანტიდის დედოფლის ვაჟისა და შვიდი ზღვის მმართველ “აქვამენის” შესახებ, რომელსაც წყლის ქვეშ სუნთქვა და ძალიან სწრაფად ცურვა შეუძლია. მისმა შემოსავალმა თითქმის 20 მილიონ დოლარს მიაღწია.

დეკემბერში ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობდა ანიმაციური სათავგადასავლო კომედია სახელწოდებით „მიგრაცია“, ის შემოსავლით სულ ცოტათი ჩამორჩება “აქვამენს” და გვიყვება თავგადასავლების მაძიებელი იხვების ოჯახურ მოგზაურობაზე.

13 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო ფილმმა სახელწოდებით „იისფერი“, რომლის მსოფლიო  პრემიერა 20 ნოემბერს ლონდონში, ხოლო კინოთეატრებში 25 დეკემბერს შედგა. ფილმში მოთხრობილია 1900-იანი წლების დასაწყისში სამხრეთში მცხოვრები აფროამერიკელი ქალის ცხოვრების სირთულეებსა და ამ სირთულეებთან ბრძოლაზე.

ბოლო ადგილზე კი 9 მილიონი დოლარის შემოსავლით გავიდა  ფილმი “ოღონდ შენ არა”, ის უილიამ შექსპირის პიესის “აურზაური არაფრის გამო” თანამედროვე ვერსიაა, სადაც მოვლენები სიდნეიში ვითარდება  და მოგვითხრობს ორი ახალგაზრდის შესახებ, რომლებსაც ერთმანეთი კოლეჯიდან სძულთ, წლების შემდეგ კი იძულებულნი არიან თავი მოაჩვენონ წყვილად საერთო მეგობრების ქორწილში. ამის შემდეგ კი გმირებს ერთმანეთი შეუყვარდებათ.

საერთო ჯამში კი  აშშ-სა და კანადის კინოთეატრებში კინოინდუსტრიის შემოსავალმა 9 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ანალიტიკური კომპანია Comscore-ის თანახმად, 2023 წელს ბილეთების გაყიდვა წლიურ ჭრილში 21%-ით გაიზარდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend