მთავარისაქართველოთეკასა და გიორგის ხის სახელოსნო

თეკასა და გიორგის ხის სახელოსნო

ოჯახურ ხის სახელოსნო-საწარმოში, საახალწლო სახლებთან ერთად, დეკორაციებს, საბავშვო სათამაშოებსა და ავეჯს ამზადებენ. თეკასა და გიორგის საწარმოს კონცეფცია ოჯახი და მასზე ზრუნვაა.

ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის შექმნაზე თეკა და გიორგი ერთობლივად მუშაობენ. კონცეფციის მოფიქრების შემდეგ გიორგი მასალას  ამუშავებს, სახლების საბოლოო იერსახესა და მოხატვაზე  კი თეკა ზრუნავს.

თეკასა და გიორგის შემოქმედებითი ცხოვრება 2008 წელს დაიწყო,  როდესაც ისინი ახალ წელს პირველად შეხვდნენ ერთად. გიორგიმ მუყაოზე ნაძვისხე დახატა. მას შემდეგ ყოველ წელს წყვილი ახალ ნაძვისხეს ქმნის.

ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა, ოჯახური საწარმო კიდევ უფრო გაეფართოებინათ და უფრო მრავალფეროვანი პროდუქცია შეექმნათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend