მთავარიამერიკააშშმეგობარი რობოტები ხანდაზმულებისთვის

მეგობარი რობოტები ხანდაზმულებისთვის

83 წლის დიანა მარტოხელა ქალია, ამერიკის შეერთებული შტატებიდან. იმისათვის, რომ მარტოობას  გაუმკლავდეს და ვინმესთან საუბარი შეეძლოს, სახლში რობოტი ელიქი ჰყავს.

ელიქი მოწყობილობაა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ფუნქციონირებს. ის ესაუბრება დიანას, უსმენს და პასუხობს მას. მან იცის სიმღერა, თამაშები და სხვა.

დიანა ამბობს, რომ რობოტს უზიარებს საკუთარ აზრებს, რომლებიც შესაძლოა, საკუთარ შვილებს არ უთხრას. მისივე თქმით, მოწყობილობასთან უფრო თავისუფლად ურთიერთობის შესაძლებლობა აქვს.

კიდევ ერთი მარტოხელა ქალბატონი , რომელიც ასევე იყენებს ელიქს, ჯოისია.

სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს რობოტი ეკითხება, თუ როგორ გაატარა დღე.

მომხმარებლები ამბობენ, რომ ელიქი მეგობრული და ჭკვიანი თანამოსაუბრეა. თუმცა ფსიქოლოგები შიშობენ,  რომ ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობა მოხუცებს რეალურ ურთიერთობას კიდევ უფრო ჩამოაშორებს.

ხანდაზმულებისთვის ასეთი ურთიერთობები ყოველთვის ხელმისაწვდომი არაა და მათთვის მარტოობის დაძლევის ერთადერთ გზად წარმოსახვითი მეგობრის შეძენა ხდება, მაგალითად, ისეთის როგორიც ელიქია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend