მთავარიევროპაუკრაინა"სადესანტო "ნოვოჩერკასკმა" "კრეისერ მოსკვას" ბედი გაიზიარა" - უკრაინის საჰაერო ძალები

“სადესანტო “ნოვოჩერკასკმა” “კრეისერ მოსკვას” ბედი გაიზიარა” – უკრაინის საჰაერო ძალები

ოკუპირებულ ყირიმში ფეოდოსიის პორტში გაჩერებული რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სადესანტო ხომალდ „ნოვოჩერკასკის“ განადგურების ამსახველი ვიდეოკადრები “ტელეგრამის” არხებზე ვირუსულად გავრცელდა. მალევე უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა “ტელეგრამის” არხზე დაწერა: „რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმან „კრეისერ მოსკვას“ შემდეგ ამჯერად სადესანტო გემი „ნოვოჩერკასკი“ განადგურდა”. ეს ინფორმაცია შემდეგ უკრაინის თავდაცვის უწყებამაც დაადასტურა. “ტელეგრამის” არხებზე წერდნენ, რომ ხომალდი დატვირთული იყო ირანული დრონებით. დამწვარი და ჩაძირული ხომალდის კადრების გავრცელების ფონზე რუსეთის თავდაცვის უწყებამ რუსულ მედიას დაუდასტურა, რომ ფეოდოსიის პორტში ხომალდი დაზიანდა.

უკრაინულმა არმიამ ბოლო კვირის განმავლობაში, რუსეთის საოკუპაციო ფლოტის გარდა, კრემლის ავიაციაც მნიშვნელოვნად დააზიანა. განადგურდა არაერთი რუსული მოიერიშე თვითმფრინავი. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვა კიდევ უფრო გაძლიერდება.

ზელენსკიმ კვლავ ახსენა, რომ დასავლური სამხედრო თვითმფრინავები F16-ები უკრაინის ცაში მალე გამოჩნდებიან: „გუშინ ჩვენმა სამხედროებმა შაჰიდის 30 დრონი და რამდენიმე ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს. გავანადგურეთ ორი რუსული საბრძოლო თვითმფრინავი. და ეს მხოლოდ ერთ საღამოს. ჯამში ერთი კვირის განმავლობაში 5 რუსული თვითმფრინავი ჩამოვაგდეთ და ეს მართლაც შთამბეჭდავი შედეგია. ყოჩაღ მათ, ვინც ეს გააკეთა, მადლობას ვუხდი ჩვენს საჰაერო ძალებსა და ჰაერსაწინააღმდეგო დანაყოფის მებრძოლებს. რუსმა პილოტებმა ცხადი არჩევანი უნდა გააკეთონ. უნდა დაფიქრდნენ, გააგრძელებენ თუ არა ომში მონაწილეობა. ჩვენი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა კიდევ უფრო გაძლიერდება. ჩვენ მივიღებთ დამატებით სისტემებს და მათ შორის F16-ებს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მოსკოვი კი კვლავ ინტენსიურად ბომბავს უკრაინას. ერთ დღეში უკრაინის ტერიტორიაზე 98 საბრძოლო შეტაკება მოხდა. რუსმა ოკუპანტებმა 42 საავიაციო და 56 საარტილერიო იერიში მიიტანეს ქვეყნის ტერიტორიაზე. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ზიანი მიადგა მშვიდობიან მოსახლეობასაც. სხვადასხვა რუსულ სამხედრო ბლოგზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა დონეცკის რაიონში დასახლება მარინკა დაიკავეს, თუმცა უკრაინის ხელისუფლებას ოფიციალურად არ დაუდასტურებია, რომ მიწასთან გასწორებული დასახლება დაკარგეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend