სამკვირიანი ძიების შემდეგ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის, ადგილმდებარეობა ცნობილი გახდა. ის იამალო-ნენეცკის ავტონომიური ოლქის კოლონიაში იპოვეს. ნავალნის პრესმდივნის განცხადებით, მას უკვე შეხვდა ადვოკატი, თუმცა კოლონიაში შეღწევა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ნავალნის თანამებრძოლები ამბობენ, რომ მისი ამ კოლონიაში გადაყვანა პოლიტიკოსის სრულ იზოლაციას გულისხმობს.
ამ დროისთვის ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მან კოლონიიდან ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა პლატფორმა X-ზე.
8/9 Anyway, don’t worry about me. I’m fine. I’m totally relieved that I’ve finally made it.
Thanks again to everyone for your support. And happy holidays!
— Alexey Navalny (@navalny) December 26, 2023
ნავალნის ადვოკატები აცხადებენ, რომ მადლობას უხდიან ყველას, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ნავალნიზე ინფორმაციის არქონის გამო შეშფოთებას გამოთქვამდა.