მთავარიაზიაღაზაUnicef: "ღაზა მსოფლიოში ყველაზე სახიფათო ადგილია ბავშვებისთვის"

Unicef: “ღაზა მსოფლიოში ყველაზე სახიფათო ადგილია ბავშვებისთვის”

შიმშილი, უწყლოობა, დაავადებების გავრცელება და ყოველ წუთს სიკვდილის შიში – ეს ღაზის სექტორში მცხოვრები ბავშვების ყოველდღიურობად იქცა. ისრაელის სამხედრო ოპერაცია გრძელდება, საერთაშორისო ორგანიზაციები კი რეგიონში ჰუმანიტარული კატასტროფის შესახებ საუბრობენ.

ამერიკული ორგანიზაციის სამზარეულო პალესტინელებისთვის რაფაჰში, საკვების მოსამზადებლად შეშას იყენებენ Copyright AP Photo/Fatima Shbair

“გაეროს ბავშვთა ორგანიზაციაში” ამბობენ, რომ განსაკუთრებით რთულ ვითარებაში ბავშვები არიან. მათ არ აქვთ საკმარისი რაოდენობის საკვები, წყალი და წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე.

დეკემბრის თვეში ასიათასობით ადამიანი იძულებული გახდა ეგვიპტის საზღვრისკენ, რაფაში გადაადგილებულიყო. სასაზღვრო ქალაქში მათი რაოდენობა ყოველდღე იზრდება, რაც ქალაქში დაბინძურებასა და სანიტარული ნორმების გაუარესებას იწვევს.

“იუნისეფი” შიშობს, რომ ღაზის სექტორში შესაძლოა, უკონტროლოდ გავრცელდეს ისეთი დაავადებები, როგორებიცაა ქოლერა და დიარეა.

ოფიციალური მონაცემებით, ახლა ღაზის სექტორში 5 წლამდე ასაკის ბავშვებში 20-ჯერ მეტია დიარეის გამოვლინება. დაფიქსირდა ჩუტყვავილას, კანზე გამონაყარისა და მწვავე რესპირატორული ინფექციის 160 000-ზე მეტი შემთხვევა.

ღაზის სექტორის თავშესაფრებში გადაღლილი ქალები და ბავშვები საათების განმავლობაში დგანან საპირფარეშოს რიგებში – იქ საშუალოდ შვიდასი ადამიანი იყენებს ერთ სველ წერტილს.

მიუხედავად იმისა, რომ “იუნისეფი” ცდილობს დაეხმაროს ასიათასობით დევნილ ქალსა და ბავშვს, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მათი მცდელობა საკმარისი არ არის.


სულ ცოტა ხნის წინ “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში” თქვეს, რომ რაფაში ყოველ ათ წუთში ერთი ბავშვი კვდება. იუნისეფის განცხადებით, კი ღაზის სექტორი მსოფლიოში ყველაზე სახიფათო ადგილია ბავშვებისთვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend