ტურისტებისთვის საშობაო სეზონი შესაძლოა სახალისოა, თუმცა სტრასბურგის მცხოვრებლებს სხვა განწყობა აქვთ.
ბევრი ადამიანი თავს არიდებს ქალაქის ცენტრს, განსაკუთრებით შაბათობით, როდესაც საშობაო ბაზრობები გადატვირთულია ვიზიტორებით. ეს კარგი პერიოდია ადგილობრივი ბიზნესისთვის, თუმცა მათთვისაც დამღლელია ამდენი ტურისტის მომსახურება.
მოვაჭრეები ამბობენ, რომ საშობაო ბაზარი სავსეა ხალხით. ისინი დახლებს შორის არიან გაჭედილი და ვერც ინძრევიან. თავადაც უჭირთ საკუთარი სამუშაო სივრციდან გამოსვლა.
წელს შობის დღესასწაულისთვის ქალაქში 2 მილიონ 800 ათას ვიზიტორს ელიან, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
სტრასბურგის მერის მოადგილე გიიომ ლიბსიგი ამბობს, რომ ახალმა განლაგებამ საშუალება მისცათ, მიეღოთ ვიზიტორთა რეკორდული რაოდენობა, თუმცა, მისი თქმით, მეტ დამსვენებელს ეს სივრცე ფიზიკურად ვეღარ დაიტევს.
ქალაქის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ შემუშავებულია გარკვეული ზომები. ისინი აკონტროლებენ იმ ვიზიტორების რაოდენობას, რომლებსაც ქალაქის ცენტრისკენ სურთ წასვლა. თუმცა, ამავდროულად, დასძენენ, რომ არც ეს რეგულაციებია საკმარისი ამდენი სტუმრის მისაღებად.