მთავარისაქართველოსაპენსიო სააგენტომ 2023 წელი შეაჯამა

საპენსიო სააგენტომ 2023 წელი შეაჯამა

საპენსიო სააგენტოს წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე, სხვადასხვა პარამეტრების შეფასებები წარუდგინეს საზოგადოებას.

უწყების ცნობით, სააგენტოს ჯამური დანაზოგი 4 300 000 000 ლარს შეადგენს ასევე, საპენსიო ფონდში სააგენტომ შენატანების სახით 3 460 000 000 ლარი შეიტანა. სააგენტოს ხელმძღვანელი პირების ინფორმაციით, საპენსიო სქემაში სულ 1 297 000 მონაწილეა რეგისტრირებული, საიდანაც 118 000 ადამიანი და 12 260 კომპანია წელს დარეგისტრირდა.

“სააგენტომ 2019 წლიდან 6 900 პირზე გასცა 20 მლნ ლარის ოდენობის პენსია, საიდანაც 2023 წელს 3 535 მონაწილეზე – 13 მლნ ლარი. შესაბამისად, საპენსიო სააგენტო აგრძელებს მონაწილეთა ინტერესებით დაცვის მათ მომსახურებას და 2024 წლიდან საზოგადოების ინფორმირების აქტიურ რეჟიმში გადადის”, – ამბობს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჭიჭინაძე.

შემაჯამებელ შეხვედრაზე 2024 წლის 3 იანვრიდან მოსალოდნელ ცვლილებებზეც ისაუბრეს, რომლის თანახმადაც იმ მონაწილეთა აქტივები, რომლებსაც სასურველი საინვესტიციო პორტფელის შესახებ არჩევანი არ გაუკეთებიათ, ავტომატურად გადანაწილდებიან დაბალრისკიან, ანუ კონსერვატიულ, პორტფელში.

ამასთანავე, მონაწილეებს 2024 წლის 3 იანვრიდან საპენსიო სქემის მონაწილეებს შეეძლებათ თავად აირჩიონ საინვესტიციო პორტფელი ვადის გარეშე.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend