მთავარისაქართველო1991 წლის 22 დეკემბერს სამოქალაქო ომი დაიწყო

1991 წლის 22 დეკემბერს სამოქალაქო ომი დაიწყო

32 წლის წინ რუსთაველის გამზირზე სროლის ხმა გაისმა. თბილისში სამოქალაქო ომი დაიწყო. 1991 წლის 22 დეკემბერს დაწყებული ძმათამკვლელი ომი მალე დედაქალაქს გასცდა და თითქმის მთელი საქართველო მოიცვა.

სამოქალაქო ომში რუსეთის მონაწილეობამ და რუსული სპეცსამსახურების მუშაობამ შედეგი გამოიღო და როგორც საქართველოს უზენაესი საბჭოს მაშინდელი თავმჯდომარე აკაკი ასათიანი ამბობს, ომმა რადიკალურად შეცვალა საქართველოს მომავალი.

სამოქალაქო ომის დაწყებამდე ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება დაძაბული იყო. ვითარება კიდევ უფრო მას შემდეგ გამწვავდა, რაც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდლის თანამდებობა გაუქმდა და შინაგანი ჯარის სტატუსი მიენიჭა. მაშინ სარდალი თენგიზ კიტოვანი იყო. ამ პერიოდში თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუაც მიდის, ხოლო კიტოვანმა უარი თქვა, შეესრულებინა ზვიად გამსახურდიას ბრძანება. იგი დაქვემდებარებულ 15-ათასკაციან გვარდიასთან ერთად ჯერ რკონის ხეობაში, შემდეგ კი თბილისის ზღვის მახლობლად დაბანაკდა. დაპირისპირებულმა მხარეებმა მოლაპარაკება რამდენჯერმე უშედეგოდ სცადეს, მაგრამ სამოქალაქო ომის თავიდან არიდება ვერ მოხერხდა.

ისტორიკოსებისა და მაშინდელ სახელმწიფო მოღვაწეთა ნაწილის აზრით, სამოქალაქო დაპირისპირებამ საქართველოს განვითარება შეაჩერა. ქვეყანაში წლების განმავლობაში გაგრძელდა მაღალი კრიმინოგენური სიტუაცია და ეკონომიკური გასაჭირი. სამოქალაქო კონფლიქტს მოჰყვა ომი აფხაზეთში, რამაც კიდევ უფრო შეაფერხა ქვეყნის განვითარება. სამოქალაქო დაპირისპირებამ დედაქალაქში 15 დღეს გასტანა და ოფიციალური მონაცემებით, 113 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გადამწვარი თბილისის კადრები საქართველოს ისტორიას მუდამ შემორჩება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend