USAID-მა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ თბილისში სამედიცინო ნარჩენების მართვისა და ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემების გაუმჯობესებაზე მიმართული პროექტი შეაჯამეს.
1.5 მილიონი დოლარის ბიუჯეტის მქონე ორწლიანი პროგრამა აშშ-ის მთავრობის მიერ COVID-19-ზე რეაგირების გლობალური გეგმის ფარგლებში განხორციელდა. მისი მიზანი პანდემიაზე რეაგირება და მისი უარყოფითი ზეგავლენის შემცირება იყო.
რა გაკეთდა პროგრამის ფარგლებში – ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ჯანმოს ჯანმრთელობის საგანგებო სიტუაციების სამხრეთ კავკასიის ჰაბის კოორდინატორმა, ვასილი ესენამანოვმა ისაუბრა.