2024 წლის იანვრიდან ამერიკული პოპ კულტურის საკულტო პერსონაჟი, მიკი მაუსი, დისნეის საავტორო უფლებებისგან თავისუფლდება და საზოგადოების კუთვნილება ხდება.
აღსანიშნავია, რომ ასევე საზოგადოების კუთვნილება ხდება 1928 წელს გამოსული მიკი მაუსის პირველი მოკლემეტრაჟიანი სერია სახელად ,,ორთქლმავალი უილი’’, რომელიც ახალი თაობის მიკი მაუსის სერიების საკულტო გამხსნელი კადრია. ეს სერია უოლტ დისნეის და მისი პარტნიორის უბ ვერქსის ნამუშევარია, რომელიც პირველი მულტფილმია, სადაც ჟღერადობა და ვიზუალი სინქრონიზებულია ერთმანეთთან.
აშშ-ს კანონმდებლობით პროდუქტს საავტორო უფლებების შენარჩუნება 95 წლის განმავლობაში შეუძლია, შემდეგ კი ის საჯარო კუთვნილება ხდება.
,,თავდაპირველად საავტორო უფლებების მაქსიმალური ვადა 56 წელი იყო, მაგრამ 1978 წლიდან ის 75 წლამდე გაიზარდა. ამ პერიოდში მიკის საავტორო უფლებები დისნეის უნდა ჩამორთმეოდა, მაგრამ 2004 წელს ისევ შიეცვალა კანონი და 95 წლამდე გაგრძელდა. საბოლოოდ, თითქმის 1 საუკუნის შემდეგ, მიკი მაუსი საზოგადოების კუთვნილება ხდება!’’, -ამბობს ჯენიფერ ჯენკინსი, დიუკის უნივერსიტეტის პროფესორი.
ამჟამინდელი მხატვრები და რეჟისორები თავისუფლად შეძლებენ მიკის გამოყენებას, მაგრამ რიგი შეზღუდვები მაინც იმოქმედებს.
მიუხედავად ამ კანონისა, მიკის საკულტო ლოგო და მისი ყურები დისნეის მფლობელობაში რჩება და სხვა კინოკომპანიებს არ ექნებათ მისი ლოგოდ გამოყენების უფლება.
დისნეიმ განაცხადა, რომ ის მიკი მაუსის თემაზე მუდამ ყურადღებით იმუშავებს და სხვა კინოკომპანიებს არ მისცემს კანონში გადაცდომების უფლებას.
საზოგადოების კუთვნილებაა ასევე ჩარლი ჩაპლინის ფილმი ,,ცირკი’’, ვირჯინია ვულფის რომანი ,,ორნალდო’’ და ყველასათვის ცნობილი ანიმაცია ,,ვინი პუჰი’’, რომელმაც ეს სტატუსი 2 წლის წინ მიიღო.