მთავარიაზიაღაზაგაეროს უშიშროების საბჭოში გაიმართება კენჭისყრა ღაზაში საბრძოლო მოქმედების შეწყვეტის თაობაზე

გაეროს უშიშროების საბჭოში გაიმართება კენჭისყრა ღაზაში საბრძოლო მოქმედების შეწყვეტის თაობაზე

ისრაელის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვის შემდეგ დაჭრილი პალესტინელები ხან-უინისში, ნასერის საავადმყოფოში, გადაჰყავთ. თუმცა ჭურვები  არ არის ომის ერთ-ერთი იარაღი. ღაზის მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა.
ჰუმანიტარულ დახმარებას პალესტინელები ინაწილებენ – Euronews

ორგანიზაცია Human rights watch ისრაელს ადანაშაულებს, რომ იგი განზრახ აფერხებს მათთვის საკვების მიწოდებას.

ისრაელის მხარე კი აცხადებს, რომ მათი სამიზნე არ არის  მშვიდობიანი მოსახლეობა, თუმცა დეკემბერში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ გარბიან სამედიცინო მუშაკები დაბომბვის დროს.

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი თელავივში იმყოფება, რათა დაადასტუროს ისრაელის მიმართ მხარდაჭერა. ამავდროულად, იგი აცხადებს, რომ ღაზაში მიმდინარე ომში უფრო მეტი სიზუსტე და დაბალი ინტენსივობის ოპერაციებზე გადასვლაა საჭირო, რათა ნაკლები ზიანი მიადგეს მშვიდობიან მოსახლეობას. მისი თქმით, ღაზაში პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა მორალური პასუხისმგებლობა და სტრატეგიული აუცილებლობაა.

აშშ აგრძელებს ისრაელის მხარდაჭერას, რადგან მას აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი, თუმცა, ამავდროულად, ლოიდ ოსტინი მოუწოდებს მათ, რომ კონფლიქტის დროს უზრუნველყონ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა და ჰუმანიტარული დახმარების მოცულობის გაზრდა.

ჰუმანიტარული დახმარების კოლონა ღაზაში კერემ შალომის გადასასვლელიდან გუშინ შევიდა. გადასასვლელი ეგვიპტის, ისრაელისა და ღაზის საზღვარზე მდებარეობს და ერთ-ერთი მთავარი ტრანზიტული წერტილია ღაზაში საქონლის ტრანსპორტირების მხრივ. ამასთანავე, კერემ შალომის გადასასვლელი რაფაჰის გადასასვლელთან შედარებით უფრო სწრაფია.

ჰამასმა“ გაავრცელა ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანს, რომ მას მძევლად   სამი ხანში შესული ადამიანი ჰყავს აყვანილი.  ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰამასის“ ქმედება სასტიკ ტერორად შეაფასეს.

ორშაბათს დაგეგმილი იყო გაეროს უშიშროების საბჭოს კენჭისყრა.  გაეროს წარმომადგენლებს ღაზაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა უნდა მოეთხოვათ. თუმცა კენჭისყრა გადაიდო მოწოდების ფორმულირებასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო.

შეერთებულ შტატებს სურს, შეიცვალოს გარკვეული ფრაზები. მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტს, დაუჭიროს თუ არა მხარი საომარი მოქმედებების შეჩერებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend