მთავარიEUROPEN UNIONევროკავშირსა და უკრაინაში მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ეხმიანებიან

ევროკავშირსა და უკრაინაში მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ეხმიანებიან

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საბოლოოდ აღარ შეეწინააღმდეგა უკრაინის ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებას, თუმცა მან გამოიყენა ვეტოს უფლება და დაბლოკა ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 50 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსური პაკეტი, რომელიც უკრაინის დახმარებასაც ითვალისწინებდა.

ევროპული საბჭოს წევრები გვიან ღამემდე მსჯელობდნენ, თუმცა ვერ მოახერხეს უნგრეთის ლიდერის გადარწმუნება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ამბობს, რომ მათ აქვთ შესაბამისი ინსტრუმენტები, რომლებითაც უზრუნველყოფენ მათდამი ნდობას. მისი თქმით, უკრაინელებს  ევროკავშირის იმედი უნდა ჰქონდეთ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცოტა ხნით ადრე განაცხადა, რომ  ეს დღე უკრაინისა და სრულიად ევროპისთვის გამარჯვების მომტანი იქნებოდა

ზელენსკიმ მიულოცა თავის თანამემამულეებს და აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, რადგან სახელმწიფოს, მისი ინსტიტუტებისა და  ნორმების ინტეგრირება ევროკავშირში რთული და დიდი საქმეა, თუმცა ისინი ამას შეძლებენ.

უკრაინამ არაერთხელ დაამტკიცა, რისი გამკეთებელია. უკრაინის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ ერთ დღეს უკრაინელები ევროკავშირში გაწევრებასაც იზეიმებენ.

როგორც ნიდერლანდების პრემიერი აცხადებს, უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით დისკუსიები იანვარში განახლდება.  მანამდე კი, მისი თქმით, უკრაინას საკმარისი დაფინანსება აქვს. დღეს საბჭოში მიგრაციის, ახლო აღმოსავლეთისა და ქსენოფობიის შესახებ იმსჯელებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend