მთავარიაზიაღაზაისრაელის დაბომბვის შედეგად ღაზის სექტორში მსხვერპლი გაიზარდა

ისრაელის დაბომბვის შედეგად ღაზის სექტორში მსხვერპლი გაიზარდა

ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ დეირ ალ ბალაჰის საავადმყოფოში 33 ადამიანის ცხედარი გადაასვენეს, მათ შორის 14 ქალისა და 4 არასრულწლოვანის. ისინი ღაზის სექტორის სხვადასხვა დასახლებაში ისრაელის მიერ მიტანილი იერიშების შედეგად დაიღუპნენ. მათი უმრავლესობა ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალების მიერ მაგაზის ბანაკის დაბომბვას შეეწირა. შენობები სწორედ მაშინ დაინგრა, როდესაც მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებდა თავს. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ დაშავებულების ნანგრევებიდან ამოყვანას. გარდაცვლილთა და დაშავებულთა ახლობლები დეირ ალ ბალაჰის საავადმყოფოს მიდამოებში შეიკრიბნენ.

მომენ მაბრუკი, ადგილობრივი: “ნგრევა მასშტაბური იყო, ჩვენი მეზობლების სახლი დაინგრა, იქ მცხოვრებთა უმრავლესობა დაიღუპა, 30-ზე მეტი ადამიანი. ისინი ლტოლვილებს მასპინძლობდნენ, აქ არავის აქვს რაიმე საერთო ომთან, სამოქალაქო პირები ვართ, აქ ისრაელის არმიას არავინ უწევს წინააღმდეგობას, აქ არავინაა მშვიდობიანი მოსახლეობის გარდა”.

საიდ ბასირი, ადგილობრივი: “ჩვენ სახლში ვიყავით, სამოქალაქო პირები, ომთან კავშირი არ გვაქვს და უცებ რაკეტები დაეცა ჩვენს შენობას, ბევრი ვერ გადარჩა, 15-ამდე ადამიანი დაიღუპა, 4 – ჩემს სახლში. ისინი ლტოლვილები იყვნენ, მშვიდობიანი ადამიანები, ყველა დახოცეს”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend