მთავარიმსოფლიოფილმი „ბარბი“ ოქროს გლობუსის ცხრა ნომინაციაზეა წარდგენილი

ფილმი „ბარბი“ ოქროს გლობუსის ცხრა ნომინაციაზეა წარდგენილი

2024 წლის ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის დაჯილდოების ნომინანტები ცნობილია. ფილმი “ბარბი” ,,ოქროს გლობუსის” 9 ნომინაციაზეა წარდგენილი.

ღონისძიების 81-წლიან ისტორიაში ამდენ ჯილდოზე პრეტენზია მხოლოდ „კაბარეს“ ჰქონდა. ფილმი ,,ბარბი“ წელს საუკეთესო კომედიის ან მიუზიკლის, საუკეთესო რეჟისორის, საუკეთესო სცენარის, მიუზიკლსა ან კომედიაში საუკეთესო მსახიობი ქალის შემსრულებლის ნომინაციებზეა წარდგენილი.

მეორე ადგილზე 8 ნომინაციით ზაფხულის კიდევ ერთი ბლოკბასტერი, კრისტოფერ ნოლანის „ოპენჰაიმერია“, რომელიც საუკეთესო დრამატული ფილმის, საუკეთესო რეჟისორისა თუ საუკეთესო სცენარის კატეგორიებშია.

„ბარბი“ და „ოპენჰაიმერი„ – Warner Bros. – Universal

ცხრა სატელევიზიო პროგრამას შორის “მემკვიდრეობა” ყველაზე მეტ ნომინაციაზეა წარდგენილი. მათ შორისაა სერიალი,,ვარსკვლავებიც“.

ვარაუდობდნენ, რომ ფილმი”ფერიმეწამულს” ოქროს გლობუსზე“ უფრო მეტ კატეგორიაში დაასახელებდნენ. სასცენო მიუზიკლის ეკრანიზაციამ მხოლოდ ორი ნომინაცია მიიღო.

კორდ ჯეფერსონის კომედია “ამერიკული ფანტასტიკა” წარდგენილია საუკეთესო მიუზიკლისა ან კომედიის ნომინაციაში.სოფია კოპოლას ფართოდ აღიარებულმა ფილმმა “პრისცილამ” მიიღო მხოლოდ ერთი ნომინაცია მსახიობ კეილი სპანის მიერ პრისცილა პრესლის როლის შესრულებისთვის.

ყველაზე მეტ ნომინაციაზე წარდგენილია Netflix. რიდლი სკოტის “ნაპოლეონი”,,ოქროს გლობუსზე“ საერთოდ არ იყო დასახელებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend