მთავარიაზიაღაზაღაზაში ადგილობრივი მოსახლეობა ჰუმანიტარული კრიზისის წინაშეა

ღაზაში ადგილობრივი მოსახლეობა ჰუმანიტარული კრიზისის წინაშეა

ღაზაში საომარი მოქმედებების განახლების პარალელურად ახლო აღმოსავლეთის ყველაზე ცხელ წერტილში ჰუმანიტარული კრიზისი კიდევ უფრო მწვავდება.

პალესტინელები სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან, რადგან საკვებსა და მედიკამენტებზე წვდომა ყოველდღიურად რთულდება. მშვიდობიანი მოსახლეობისთვის თავშესაფრებში ყოფნაც აღარ არის უსაფრთხო, რადგან ისრაელელი ჯარისკაცები ებრძვიან ყველას, ვისაც  რაიმე კავშირი აქვს ,,ჰამასთან“.

ხალხს ქუჩაში სძინავს. ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავების გამო ათასობით ადამიანს ღაზის საზღვრამდე მისვლა უწევს.

იძულებით გადაადგილებული პალესტინელები – Copyright AP

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ღაზის მოსახლეობის 14%-ისთვის მკურნალობა ხელმისაწვდომი არ არის. დიაბეტიკები და  სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პირები ურთულეს მდგომარეობაში არიან.

ღაზაში მცხოვრები ადგილობრივების თქმით, საკვების შეძენა მაღალი ფასების გამო, ფაქტობრივად, შეუძლებელია. მაგალითად, შავ ბაზარზე 1კგ შაქრის ღირებულება 10$-ია,  ტომარა ფქვილისა კი 110$.

ზამთარი დადგა და პალესტინელები ხეებს ჭრიან, რადგან ამ ეტაპზე ეს გათბობის ერთადერთი საშუალებაა

იძულებით გადაადგილებული პალესტინელები ღაზის სექტორში – Copyright AP

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულია 17 000-ზე მეტი პალესტინელი, რომელთაგან 70% ქალი და ბავშვია, დაჭრილთა რაოდენობა კი დაახლოებით 46,000 -ია.

ამ დროისთვის დაახლოებით 138 მძევალია ღაზაში

როგორც ცნობილია, 105 მძევალი ნოემბრის ბოლოს ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში  გაათავისუფლეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend