2024 წლის მარტში რუსეთის ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. სახელმწიფოს საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნები 17 მარტს უნდა გაიმართოს. იმ შემთხვევაში თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ზუსტად სამი კვირის შემდეგ 2024 წლის აპრილში უნდა გაიმართოს, უკვე ცნობილია, დაგეგმილ არჩევნებში მონაწილე რამდენიმე კანდიდატის ვინაობა, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია.
რუსეთის ფედერაციის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატამ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ოფიციალურ თარიღად 2024 წლის 17 მარტი დაასახელა.
ამ გადაწყვეტილებას მხარი ფედერალური საბჭოს 162-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ამ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს უკრაინის ანექსირებულ ოთხი რეგიონში: დონეცკში, ლუჰანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში მცხოვრები მოსახლეობაც.
რეალური კონკურენტების არარსებობის ფონზე, ვლადიმერ პუტინის მთავარი მოწინააღმდეგე თავად ვლადიმერ პუტინია.
კრემლის მიზანია, რომ დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა 2018 წლის არჩევნებთან შედარებით უკეთესი შედეგი აჩვენოს.
ვლადიმერ პუტინი დაგეგმილ არჩევნებზე რუსული საზოგადოების წინაშე წარდგება როგორც ტრადიციების დამცველი, მორალურად გაკოტრებული დასავლეთის ღირსეული საპირწონე.
კაგებეს ყოფილი ლეიტენანტი მსოფლიოს ყველაზე დიდ სახელმწიფოს უკვე 23 წელია მართავს. ვლადიმერ პუტინმა მისი მმართველობისას აწარმოა ომი ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიაში, უკრაინაში კი რუსეთი ბოლო 8 წლის განმავლობაში ორჯერ შეიჭრა, შედეგი კი ამჟამად ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ომია.
ვლადიმერ პუტინის ერთადერთი რეალური მოწინააღმდეგე ალექსეი ნავალნი ციხეშია გამომწყვდეული, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან საპყრობილე უახლოეს მომავალში დატოვოს.
ვლადიმერ პუტინს წინასწარ დაწერილი სცენარით პაექრობას მისივე მთავრობის მაღალჩინოსნები გაუწევენ, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო კანდიდატების სია შემდეგია:
დმიტრი მედვედევი – ერთხელ უკვე პუტინის პოლიტიკური სუროგატი შესაძლოა, მეორედ გამოიყენონ როგორც დემოკრატიული მმართველობის ფასადის ცენტრალური ფიგურა.
ალექსეი დიუმინი – ტულას რეგიონის გუბერნატორი, საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი პირი მაგრამ პუტინის ნდობის მატარებელი მაღალჩინოსანია.
სერგეი სობიანინი – მოსკოვის მერ 2010 წლიდან ჩამოთვლილ კანდიდატებს შორის ყველაზე ძლიერი.
და ბოლოს, ნიკოლაი პატრუშევი – ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობარი ლენინგრადის დღეებიდან და ერთერთი ყველაზე ანტიდასავლური განწყობის მქონე პირი კრემლში.
რუსეთის ფედერაციაში 2020 წელს ჩატარებული კონსტიტუციური ცვლილებების შედეგად 71 წლის ვლადიმერ პუტინს კიდევ ორი ვადით შეუძლია პრეზიდენტის პოსტის დაკავება.