მთავარიაზიაისრაელი"ღაზაში სამხედრო ოპერაციის მესამე ფაზა დაიწყო" - ისრაელის შეიარაღებული ძალები

“ღაზაში სამხედრო ოპერაციის მესამე ფაზა დაიწყო” – ისრაელის შეიარაღებული ძალები

ისრაელის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაური აცხადებს, რომ მისმა სახელმწიფომ სამხედრო ოპერაციის მესამე ფაზა წამოიწყო. თუკი აქამდე ისრაელის არმიის სამხედრო მოქმედებები ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მიმდინარეობდა, ახლა სამიზნეები სექტორის სამხრეთ ნაწილშია მოქცეული. გენერალმა ჰერცი ჰალევიმ ღაზის სექტორში არსებულ მძიმე ვითარებაზე პასუხისმგებლობა “ჰამასს” დააკისრა.

ჰერცი ჰალევი, ისრაელის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაური: “ბოლო რამდენიმე დღეა, რაც სამხედრო ოპერაციის მესამე ფაზაზე ვართ გადასულნი. ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე “ჰამასის” კუთვნილი ბევრი გამაგრებული პუნქტი ავიღეთ, ახლა კი სექტორის სამხრეთ ნაწილში გადავინაცვლეთ. ჩვენი შეიარაღებული ძალები ზუსტი დამიზნების შეიარაღებას იყენებენ, ჩვენი სამიზნე ტერორისტები არიან და მათ წინააღმდეგ ეფექტიანად ვმოქმედებთ, ბევრი მეკითხება ღაზის სექტორში არსებულ მძიმე ვითარებაზე, ეს კითხვა “ჰამასის” წარმომადგენლებს უნდა დაუსვან, სწორედ მათ წამოიწყეს ეს ომი”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend