ჩრდილოეთ ინდოეთში 200 მეტრის სიღრმის გვირაბში მყოფი 41 მუშა უკვე ამოიყვანეს. მეწყერმა იმ 4.5-კილომეტრიანი გვირაბის ნაწილი ჩამოანგრია, რომელსაც ისინი აშენებდნენ და მშენებლები 200 მეტრის სიღრმეზე მოიყოლა.
მაშველებმა მათ ამოსაყვანად გამოიყენეს ამერიკული საბურღი მანქანა, რომლითაც 1 საათში 5 მეტრამდე სიღრმეს ბურღავდნენ.
,,რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ამბავია, რომ ასეთი დიდი კატასტროფის შემდეგაც კი ყველა ადამიანმა შეძლო უსაფრთხოდ გამოსვლა. ძალიან რთული დავალება გვქონდა, მაგრამ 16 დღის განმავლობაში მთელი ქვეყანა ვიბრძოდით მათ გადასარჩენად. ამჟამად მუშებს პირველადი სამედიცინო შემოწმება უტარდებათ’’, – ამბობს უტარახანდის მთავარი მინისტრი პუშკარ სინგჰ დამი.
ჩამოშლილ ნანგრევებში მაშველებმა პირველივე დღიდან გაიყვანეს პატარა მილი, საიდანაც მუშები იღებდნენ ჟანგბადს, აქედანვე აწვდიდნენ მათ საკვებსა და წამლებს.
გვირაბის გარშემო შეკრებილი ადგილობრივები და ოჯახის წევრები სიხარულით შეხვდნენ ნანგრევებიდან ამოყვანილ მუშებს
,,ნამდვილად საოცრებაა, რომ 41-ვე მუშა უსაფრთხოდ და საღსალამათი დაგვიბრუნდა’’, – ამბობს ადგილობრივი ბჰასკარ ქჰულბე
ოფიციალურმა პირებმა გადარჩენილებს ყვავილებისგან დამზადებული ტრადიციული გირლანდები აჩუქეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ გვირაბში იყო სამედიცინო საშუალებები, შესაბამისად, მუშებს შეეძლოთ ერთმანეთისთვის პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.