მთავარიმსოფლიოCOP28: 2023 წლის კლიმატის სამიტი დუბაიში გაიმართება

COP28: 2023 წლის კლიმატის სამიტი დუბაიში გაიმართება

გაეროს ყოველწლიური კლიმატის სამიტი დუბაიში 30 ნოემბერს დაიწყება და 12 დეკემბრამდე გაგრძელდება.

მსოფლიო ლიდერები შეეცდებიან მიაღწიონ შეთანხმებებს, რომ როგორმე  ხელი შეუშალონ გლობალური ტემპერატურის 1,5 გრადუსით გაზრდას. მეცნიერებმა უნდა მიიღონ პრევენციული ზომები, რათა მილიონობით ადამიანს თავიდან ააცილონ ექსტრემალური ამინდი.

კრიტიკოსების თქმით, დრო აღარ ითმენს, ლიდერებმა უნდა შეწყვიტონ არაფრის მომცემი საუბარი და დაიწყონ რეალური მოქმედება.

კლიმატის სამიტის წევრები აკრიტიკებენ ნავთობის მსხვილ მწარმოებლებს, რადგან მიაჩნიათ, რომ სწორედ ისინი აბინძურებენ ყველაზე მეტად გარემოს.

,,ის, რომ წლევანდელი კლიმატის სამიტის მასპინძელი ქვეყანა არაბთა გაერთიანებული საამიროებია, ძალიან დიდ კრიტიკას იწვევს, რადგან მოგეხსენებათ, საამიროები ყველაზე დიდი ნავთობმწარმოებელი ქვეყანაა. ისინი ყოველდღიურად 4 მილიონ ბარელ ნედლ ნავთობს გამოიმუშავებენ’,’- ჯონ გემბრელი, Associated Press News

წლევანდელ კლიმატის სამიტს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეშიც დაესწრება.

კლიმატის სამიტის მნიშვნელობაზე საუბრობს ასევე რომის პაპიც, რომელიც,  ავადმყოფობის მიუხედავად, მაინც დაესწრება სამიტს.

2023 წლის კლიმატის სამიტს 70 000 დელეგატი დაესწრება. მათ შორის იქნებიან  მსოფლიო ლიდერები, მინისტრები და ოფიციალური პირები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend