ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ მალე ისრაელელი მძევლების გათავისუფლების პროცესს დაიწყებს. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ისინი მზად არიან, მიიღონ თითოეული მათგანი და გამოიკვლიონ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამავდროულად, დაადგენენ, ჰქონდა თუ არა „ჰამასის“ წევრების მხრიდან ბავშვებზე რაიმე სახის ძალადობას ადგილი.
კატარის მიერ ეგვიპტესა და შეერთებულ შტატებთან ერთად გაფორმებული შეთანხმების თანახმად, “ჰამასი” მალე დაიწყებს ისრაელისთვის მძევლების გადაცემას. გარიგება ითვალისწინებს 50 ისრაელელი ქალისა და ბავშვის გაცვლას 150 პალესტინელ ქალსა და მოზარდს შორის. ღაზაში “ჰამასს” ამჟამად 238 ისრაელისა და უცხო ქვეყნის მოქალაქე ჰყავს მძევლად აყვანილი. თუ შეთანხმება გეგმის მიხედვით განვითარდება, ოთხი დღის განმავლობაში ყოველდღიურად 12-13 ისრაელელს გაათავისუფლებენ.