მთავარიევროპაუკრაინაუკრაინელ ხალხს ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა

უკრაინელ ხალხს ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა

უკრაინის დედაქალაქში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჩავიდა. შარლ მიშელმა ათი წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენა და კიდევ ერთხელ დაადასტურა დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ღირსების რევოლუციის დაწყების დღეს შარლ მიშელმა ქვეყნის უახლეს ისტორიაში ფუნდამენტური დღე უწოდა.

უკრაინელ ხალხს დღეს ქვეყნის პრეზიდენტმაც მიმართა. ვიდეომიმართვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის მთავარ მოედანზე ჩაწერა. იქ, სადაც 10 წლის წინ ქვეყნისთვის გადამწყვეტი დღეები იდგა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ის, რისთვისაც უკრაინელი ხალხი იბრძოდა, ახლა რეალობაა და რომ უკრაინა ომშიც კი ყველაფერს აკეთებს, რათა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს.

“დღეს ჩემ უკან უკრაინისა და ევროკავშირის დროშებია და დღეს ჩვენ გვაქვს უფლება, რომ ვთქვათ: ეს არ არის მხოლოდ მოედნის გაფორმება და დეკორაცია, ეს არის უკრაინის ევროპისგან განუყოფლობის ნამდვილი სიმბოლო, უფლება, რომლისთვისაც უკრაინა მთელი ამ ხნის განმავლობაში იბრძოდა. დიახ, ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ვარსკვლავი ევროკავშირის დროშის ვარსკვლავებს შორის ერთ-ერთი იყოს, რაც ევროპელი ხალხის ერთიანობის სიმბოლოა. უკრაინის ვარსკვლავი. ოცი წლის წინ ეს მხოლოდ რომანტიკული ოცნება იყო, ათი წლის წინ კი ამბიციური მიზანი. დღეს კი ეს არის რეალობა, რომელშიც ჩვენი პროგრესის შეჩერება შეუძლებელია. კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები აუცილებლად უნდა დასრულდეს უკრაინის ევროკავშირის სრული წევრობით…. და ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ მიუხედავად იმისა, მაშინ, როდესაც ჩვენი ხალხი საკუთარ ქვეყანასა და ევროპას იცავს იმიტომ, რომ ჩვენ ღირსება გვაქვს და არ დავუშვებთ ვინმემ თავისუფლება წაგვართვას. ღირსების შესანარჩუნებლად თავისუფლება უნდა დავიცვათ.

თუკი ცივილიზებული სამყარო ტერორისტებთან კომპრომისზე წასვლას განიხილავს, ჩვენ ყველანი აუცილებლად დავმარცხდებით. უკრაინა… ევროპა… მთელი სამყარო. დაუშვებელია ამ ბრძოლის ფრედ დასრულება. ჩვენ ძლიერები უნდა ვიყოთ, რადგან ხალხს მხოლოდ ძლიერების სწამს და მხოლოდ ძლიერ ხალხს შეუძლია მომავლის შექმნა, გაერთიანება…. გაერთიანება თავისუფლებისთვის. თავისუფლება კი ღირსებისთვის!”

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend