ბავშვთა უფლებები

რა პრობლემების წინაშე არიან ბავშვები საქართველოში

ბავშვთა მიმართ ძალადობა, ოჯახურ მზრუნველობას მოკლებული ბავშვები და ალტერნატიული ზრუნვის სისტემა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, განათლების უფლება – ეს არასრული ჩამონათვალია იმ თემებისა, რომლებიც შესულია ბავშვის უფლებათა კონვენციის ეროვნულ დონეზე შესრულების ალტერნატიულ ანგარიშში.

ეს დოკუმენტი მოამზადა ორგანიზაციამ, რომლის სახელწოდებაა ,,კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“. კოალიციამ ეს ანგარიში გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტს წარუდგინა.

რა მიზანი აქვს ამ დოკუმენტს და რა არის ბავშვების წინაშე არსებული მთავარი პრობლემები დღესდღეობით საქართველოში – ამ თემებზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ორგანიზაციის ,,კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, სალომე ჭიჭინაძემ და ამავე კოალიციის მმართველი საბჭოს წევრმა, ნინო ჭითანავამ ისაუბრეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend