დღეს მსოფლიო ბავშვთა დღეს აღნიშნავს. ბავშვთა უფლებების დაცვა უმნიშვნელოვანესია, თუმცა ხშირად საქართველოსა და მსოფლიოში პატარა ადამიანების უფლებები ირღვევა. 20 ნოემბერი კი მსოფლიოს მოსახლეობას ყოველწლიურად ახსენებს იმას, რომ ზრდასრულებმა ბავშვებს უნდა მოუსმინონ, უნდა დაიცვან და იზრუნონ მათზე. ამ დღეს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად აღნიშნავენ. თუმცა თითოეულ ქვეყანაში საუბრობენ იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ბავშვები დგანან. ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში მაია ქურციკიძემ, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელმა, ისაუბრა.