მთავარიაზიაისრაელიისრაელის მთავრობაში ევრონიუსს დაუდასტურეს, რომ მძევლების გათავისუფლებაზე შესაძლოა, "ჰამასთან" მალე შეთანხმდნენ

ისრაელის მთავრობაში ევრონიუსს დაუდასტურეს, რომ მძევლების გათავისუფლებაზე შესაძლოა, “ჰამასთან” მალე შეთანხმდნენ

ისრაელში სამთავრობო წყაროებმა ევრონიუსს დაუდასტურეს, რომ ახლოსაა შეთანხმება “ჰამასთან” გატაცებული მძევლების გათავისუფლების შესახებ. გავრცელებული ცნობებით, უნდა გამოცხადდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც “ჰამასი” გაათავისუფლებს 40 ბავშვსა და 20 ხანში შესულ პირს. მათ ისრაელის ციხეში დატყვევებულ პალესტინელებში გაცვლიან.

ამ მოვლენების პარალელურად მძევლების ოჯახები ზრდიან ზეწოლას ისრაელის მთავრობაზე, რომ შეთანხმება მალე გაფორმდეს.

“ჰამასის” მიერ გატაცებული ადამიანების ოჯახის წევრებისა და მეგობრების აქცია “მარში ტყვეებისთვის”, ქალაქ აბუ გოშთან, ისრაელი, 17 ნოემბერი, 2023 წელი. AP Photo/Ohad Zwigenberg

რამდენიმე დღის წინ “ჰამასმა” ტყვეობიდან გაათავისუფლა შარონ ლაიფშიცის 85 წლის დედა. მამამისი კი კვლავ ღაზის სექტორში მძევლად რჩება. შარონ ლაიფშიცი ევრონიუსს უყვება, რომ დედამისი დარდობს მუდამ იმ ტყვეებზე, რომლებიც ჯერ კიდევ “ჰამასის” ტყვეობაში არიან.

„დედაჩემის ამბავი მხოლოდ ნაწილია იმ დიდი დანაშაულებისა, რომლებიც მათ ჩაიდინეს. 1400 ადამიანი დახოცეს. ზოგი დაასახიჩრეს, ზოგი ცოცხლად დაწვეს“, – ამბობს შარონი და დასძენს, რომ მისი ოჯახის წევრებს პალესტინელების მიმართ ცუდი ზრახვები არ აქვთ.

„ღაზის მოსახლეობას არაფერი აქვს საერთო ამ ტერორისტებთან. დედაჩემი ბევრ პალესტინელს იცნობს და მათზე აზრი არ შეუცვლია. იცის, რომ ისინიც ჩვენნაირი ადამიანები არიან“.

აქციის “მარში მძევლებისთვის” მონაწილეებმა ბუშტი იერუსალიმში შესვლის დროს გაუშვეს Copyright Christopher Furlong/Getty Images

ვრცელდება ცნობები, რომ შეერთებული შტატები აძლიერებს ზეწოლას ისრაელზე, რათა შემსუბუქდეს ის ჰუმანიტარული კატასტროფა, რომელიც ახლა ღაზაშია. ვაშინგტონი სთხოვს ისრაელს დაუშვას დამატებითი საწვავი, რათა საავადმყოფოებმა გამართულად მუშაობა შეძლონ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend