მაშველები ცდილობენ, დაუკავშირდნენ 41 მუშას, რომლებიც უკვე რვა დღეა, რაც ჩრდილოთ ინდოეთში ჩამონგრეულ გვირაბში იმყოფებიან.
,,გვირაბის მშენებელი კომპანია „ნავაიუგა“ ძალას არ იშურებს მუშების გადასარჩენად. ერთ-ერთი რეალური ვარიანტი მუშების გათავისუფლებისა არის გვირაბის ზედა ნაწილიდან ხვრელის გაკეთება, საიდანაც შეგვეძლება მათთან კონტაქტზე გასვლა. ვამოწმებთ ასევე გვირაბის ფენის სიძლიერეს, თუ ის მოგვცემს საშუალებას, 90-სანტიმეტრიან ხვრელს გავაკეთებთ და მუშებს გამოვიყვანთ’’, -ამბობს არ ეს რაო, სასაზღვრო გზების დეპარტამენტის დირექტორი.
ჩამოშლილ ნანგრევებში მაშველებმა გაიყვანეს პატარა მილი, საიდანაც მუშებს საკვებსა და წამალს უგზავნიან
მაშველები იმედოვნებენ, რომ ახალი საბურღი მანქანა მათ საშუალებას მისცემს, უფრო ღრმად გაბურღონ, გაიყვანონ ფართო მილები და ამ გზით გაათავისუფლონ მუშები.
ახალი ამერიკული საბურღი მანქანა 1 საათში 5 მეტრამდე სიღრმეს ბურღავს და აღჭურვილია 990-მილიმეტრიანი დიამეტრის მილით, რომლის საშუალებითაც გამოაქვთ ნამსხვრევები.
კვირაზე მეტია, რაც მშენებლები 200 მეტრის სიღრმის გვირაბში არიან მოყოლილი. მეწყერმა იმ 4.5-კილომეტრიანი გვირაბის ნაწილი ჩამოანგრია, რომელსაც ისინი აშენებდნენ.