მთავარი აზია ისრაელი "ომი უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ "ჰამასი" არ განადგურდება" - ისრაელის ყოფილი პრემიერი

“ომი უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ “ჰამასი” არ განადგურდება” – ისრაელის ყოფილი პრემიერი

ისრაელის თავდაცვის ძალები განაგრძობენ ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციას. სახელმწიფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ეჰუდ ოლმერტი აცხადებს, რომ ომი უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ისრაელი არ მიაღწევს მიზანს, “ჰამასის” განადგურებას.

ეჰუდ ოლმერტი, ისრაელის ყოფილი პრემიერი Copyright MARC ISRAEL SELLEM/THE JERUSALEM POST

ეჰუდ ოლმერტი, ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი: ყოველი მოქალაქის, ბავშვისა და ჩვილის სიკვდილი საშინელებაა. არ მსურს ციფრებზე საუბარი. გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებამ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მის მუდმივ წარმომადგენელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციის წინააღმდეგ ხმის მიცემა დაავალა, ეს ხომ ისრაელის მხარდაჭერაა და მათ მიაჩნდათ, რომ ომს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი არ მოჰყვებოდა?

მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ძირითად ეტაპამდე ჯერ არც მივსულვართ.  ხან იუონისი ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში არის “ჰამასის” ნამდვილი შტაბბინა. “ჰამასის” მეთაურობა, მათი ბუნკერები, სარაკეტო სისტემები სწორედ იქ არის თავმოყრილი.

კვამლი ღაზის სექტორის თავზე მიმდინარე ომის ფონზე Copyright Eliyahu Hershkovitz

შონა მიურეი, ევრონიუსი: საინტერესოა, რომ ხან იუონისს ახსენებთ, გასული კვირის განმავლობაში გამუდმებით ვსაუბრობდით ალ-შიფას საავადმყოფოზე, როგორც “ჰამასის” სამეთაურო პუნქტზე, მიუხედავად ამისა, ჩვენ არ გვინახავს არც გვირაბები და არც შეიარაღება.

ეჰუდ ოლმერტი, ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი: თქვენ იხილეთ შეიარაღება, თქვენ არ გინახავთ ლიდერები. ბევრი ყალბი ინფორმაციაა, ეს ცხოვრების ნაწილია, ბევრი ინფორმაცია ვრცელდება გადამოწმების გარეშე, ორი კვირის წინ რომ გეკითხათ, გეტყოდით, რომ “ჰამასის” ცენტრი კანუნასში მდებარეობს. ისრაელის ხელისუფლებამ უნდა გამოაცხადოს, რომ როგორც კი სამხედრო ოპერაცია დასრულდება, პალესტინურ მხარესთან ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაყრდნობით მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს. ღაზა პალესტინური სახელმწიფოს ნაწილი უნდა იყოს.

ისრაელის თავდაცვის ძალების სახმელეთო ოპერაცია “ჰამასის” წინააღმდეგ ღაზის სექტორში, 17 ნოემბერი, 2023 წელი Copyright Israeli Defence Forces/Reuters

შონა მიურეი, ევრონიუსი: საჭიროა თუ არა გამოძიება, თუ რატომ დაიგვიანა ისრაელის თავდაცვის ძალებმა? ადგილობრივ მოსახლეობას თუ ჰკითხავთ, ბევრს უკვირს, თუ რატომ მიატოვეს ისინი ამდენი ხნით კიბუცებში მარტო.

ეჰუდ ოლმერტი, ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი: გამოძიება აუცილებელია. ვიცი, გულის სიღრმეში სამხედრო მეთაურობა ფიქრობდა, რა უნდა შეძლონ არაბებმა, ისინი ხომ ჩამორჩენილნი არიან, მათ რა იციან, ჩვენ რას დაგვიშავებენ. ჩვენი სამხედრო მეთაურობა ფიქრობდა, რომ ჩვენ გაცილებით ძლიერნი ვართ და არაბებზე უფრო ჭკვიანნი, ჩვენ ხომ უახლესი ტექნოლოგია და შეიარაღება გვაქვს. არაბულმა მხარემ კი დაამტკიცა, რომ ისინი ჩვენი თანასწორნი არიან, ისინი სერიოზულად მოემზადნენ, ისინიც ფლობენ ტექნოლოგიას, ისინი დაუნდობელნი არიან, ჩვენ მათი განადგურება მოგვიწევს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend