გინესის მსოფლიო რეკორდების დღესთან დაკავშირებით რამდენიმე ახალი და უცნაური რეკორდი წელსაც დამყარდა.
ჩინეთში აკრობატმა ჟოუ კუანმა დაამყარა რეკორდი ცალ ფეხზე ზედიზედ ყველაზე მეტი -11 უკანა სალტოს შესრულებაში.
გინესის რეკორდების წიგნი 1955 წლიდან გამოდის და დღემდე აკვირვებს შემფასებელს უამრავი უცნაური და გასაოცარი რეკორდით.
,,ძალიან ბედნიერი ვარ და თავს ფანტასტიკურად ვგრძნობ. 7 წლის ასაკიდან ორ ბორბალზე ვატარებ სხვადასხვა ტრანსპორტს – თავიდან გაზონის საკრეჭი მანქანით დავიწყე, ახლა კი თქვენც ხედავთ, რომ ამ უზარმაზარი მანქანით ძალიან ვიწრო გასასვლელში ორი ბორბლით გავიარე და გინესის რეკორდიც ოფიციალურად დავამყარე.’, -ამბობს პოლ სვიფტი, გინესის რეკორდსმენი.
,,ეს არის ჩემი მე-8 რეკორდი და დარწმუნებული ვარ, რომ მე-10 რეკორდამდეც აუცილებლად ავალ. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, უკვე უნდა დავიწყო ფიქრი ახალ რეკორდზე’, ’-ამბობს ჰენრი ქებელუსი, გინესის რეკორდსმენი.
,,გინესის მსოფლიო რეკორდების დღე ნამდვილად მსოფლიო დღესასწაულია. ამ დღეს ყველას შეუძლია გამოიჩინოს თავი და თავისი სახელი და გვარი ჩაწეროს ჩვენ წიგნში“, -ამბობს ქრეიგ გლენდი, გინესის მსოფლიო რეკორდების წარმომადგენელი.