საქართველოს კარიტასი უკვე მრავალი წელია შინმოვლის პროექტს ახორციელებს თბილისში, გორში, ქუთაისში, ოზურგეთში, ახალციხესა და ბათუმში.
საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის გუნდი სამედიცინო და სოციალურ მომსახურებას უწევს სოფლად და ქალაქად მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მარტოხელა ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და ყველა ასაკის ადამიანებს, ვისაც ავადმყოფობის ან ტრავმის შედეგად, შეზღუდული აქვთ თავიანთი თავის მოვლის უნარი.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში საქართველოს კარიტასის შინმოვლის პროგრამის კოორდინატორმა ეკა დიასამიძემ ისაუბრა.