უკრაინის სახმელეთო ჯარების ხელმძღვანელის თქმით, რუსულმა ძალებმა ბახმუტთან განაახლეს შეტევები ტერიტორიების ხელახლა დასაკავებლად
უკრაინის სამხედროების სპიკერმა განაცხადა, რომ გასული დღეების განმავლობაში რუსების იერიში ქალაქ ავდიივკაზე შედარებით მინელდა, თუმცა მათ გაძლიერებას კვლავ ელიან.
თავის ყოველდღიურ მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ზამთრისთვის უნდა მოემზადოს, რადგან ვარაუდობენ, რომ რუსეთი კვლავ მიიტანს იერიშს ქვეყნის ენერგოინფრასტრუქტურაზე.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი კი უკრაინულ დელეგაციასთან ერთად შეერთებულ შტატებში მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა.

ამავდროულად, რამდენიმე უკრაინელი ლტოლვილი ისრაელიდან სამშობლოში დაბრუნდა.
ერთ-ერთი მათგანი ტეტიანა კოჩევა იხსენებს, როგორ გარბოდნენ განგაშის დროს თავშესაფარში. როდესაც ტერორისტები ქალაქში შემოვიდნენ, ისინი აშკელონში იყვნენ, რომელიც არც თუ ისე შორს არის ღაზიდან. მისი თქმით, შემზარავია, როდესაც ამ მასობრივი ჟლეტის შესახებ იგებ ინფორმაციას.
ქალაქი რუსული ძალების მიერ რეგულარულად იბომბება. განგაშის ხმა აქაც ცხოვრების ნაწილად იქცა. თუმცა ამ ოჯახისთვის სამშობლოში დაბრუნება მაინც შვებაა.