მთავარიმსოფლიოევროპაანალენა ბაერბოკი პუტინს აფრთხილებს, ნაადრევად ნუ იზეიმებს

ანალენა ბაერბოკი პუტინს აფრთხილებს, ნაადრევად ნუ იზეიმებს

13 ნოემბერს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ, სადაც განიხილავენ მიმდინარე საომარ მდგომარეობას უკრაინასა და ისრაელში.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ გერმანიის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ გაგრძელდება. ანალენა ბაერბოკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აფრთხილებს, რომ ის „ნაადრევად ზეიმობს“, თუ ფიქრობს, რომ ისრაელისა და “ჰამასის” ომი უკრაინის მიმართ მხარდაჭერას დააბრკოლებს.

„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნაადრევად ზეიმობს მსოფლიოში განვითარებული დრამატული სიტუაციის ფონზე, რადგან ჩვენ არა მხოლოდ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, არამედ გავზრდით კიდეც განსაკუთრებით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან. ვიცით, რომ პუტინი კვლავაც შეეცდება მოახლოებული ზამთრით მანიპულირებას, რადგან სიცივეში ხალხის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება, თუმცა ჩვენი მხარდაჭერა მასიურად გაიზრდება, განსაკუთრებით კი მომავალ წელს“,-განაცხადა ბაერბოკმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეხვედრისას ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ ასევე ერთხმად დაგმო “ჰამასის” მოქმედებები. მათი აზრით, ორგანიზაცია ისრაელთან ომის პროცესში საავადმყოფოებსა და მოქალაქეებს „ცოცხალ ფარად“ იყენებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend