საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო პარიზის მშვიდობის ფორუმში, სადაც ერთ-ერთ პანელზე წარდგა. პრეზიდენტმა ისაუბრა რუსულ ოკუპაციაზე და საქართველოს მოქალაქეების მისწრაფებაზე გახდეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი.
„რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანი საქართველომ უკვე ძალიან დიდი ხანია გააკეთა. ეს არჩევანი კიდევ უფრო მკაფიო გახდა მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოიპოვა 1991 წელს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილების შემდეგ გაეცა დადებითი რეკომენდაცია საქართველოსთვის, მოქალაქეების მხარდაჭერა ევროპული კავშირისადმი კიდევ უფრო გაიზარდა.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ევროკავშირში უსაფრთხოებას ხედავს.
„ევროკავშირი გარედან აღიქმება როგორც ადგილი, სადაც როგორც იქნა უსაფრთხოდ იქნები. დარწმუნებული ვარ, რომ ასე აღიქვამენ უკრაინა და მოლდოვაც, რომ არსებობს გარკვეული წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთაც რუსეთს აღარ შეუძლია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.