„ჩვენ ომში ვართ! არავითარი ოპერაცია, არავითარი მორიგი რაუნდი. ეს ომია“, – ასე გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ იმ მასობრივ ხოცვა-ჟლეტას, რომელიც ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ წევრებმა ისრაელის ტერიტორიაზე მოაწყვეს. 7 ოქტომბერს, გამთენიისას მათ ღაზის სექტორის ღობე გაარღვიეს და წამოიწყეს ოპერაცია „ალ-აქსასა წარღვნა“ – წარმოუდგენელი სისასტიკით დახოცეს ასობით ადამიანი, მათ შორის ქალები, ბავშვები, მოხუცები. სცემეს, გაიტაცეს და ტყვედ აიყვანეს 250 ისრაელელი. მაშინ იერუსალიმში თქვეს, რომ „ჰამასი“ „უმძიმეს ფასს“ გადაიხდიდა.
ამ ტრაგიკული მოვლენებიდან ერთი თვის თავზე ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობა 10 000-ს აჭარბებს. 140-ზე მეტი პალესტინელი მოკლეს ისრაელელმა სამხედროებმა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე.
შეუჩერებელმა საომარმა მოქმედებებმა მიწასთან გაასწორა ქალაქი ღაზა. დაღუპულთა შორის კი ათასობით მშვიდობიანი მოქალაქეა.
It has been a month of intense bombardment in #Gaza.
10,000 people have died. Over 4,000 of them were children.
How long will this human catastrophe last?
We urge all parties to agree to a humanitarian ceasefire and work toward lasting peace. We again call for the immediate…
— Tedros Adhanom Ghebreyesus (@DrTedros) November 7, 2023
მსოფლიო შეძრა 17 ოქტომბერს ალ-აჰლის საავადმყოფოსთან მომხდარმა აფეთქებამ, რომელშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. ამ ფონზე კი გაიზარდა ზეწოლა ისრაელზე. მისი ყველაზე დიდი მხარდამჭერებიც კი ქვეყანას თავშეკავებისკენ მოუწოდებენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე იერუსალიმის ყველაზე დიდ ქომაგად მიიჩნევა, გააფრთხილა ისრაელი, რომ შეცდომები არ დაუშვას.
„11 სექტემბრის შემდეგ ჩვენც ვეძებდით სამართალს და ვიპოვეთ კიდეც, მაგრამ ამ დროის განმავლობაში შეცდომებიც დავუშვით“, – განაცხადა ბაიდენმა.
„ღაზა სიცოცხლისგან იცლება“ – ეს კი გაეროს განცხადებაა 16 ოქტომბერს, როცა სექტორი სრულ ბლოკადაში იყო და იბომბებოდა. ორგანიზაციამაც არაერთხელ გააფრთხილა ისრაელი, რომ აუცილებელია ჰუმანიტარული პაუზა.
“Aid access is our overwhelming priority.”
– As the humanitarian situation in Gaza worsens, @UNReliefChief says every effort is being made by the UN and partners to provide critical assistance. https://t.co/O74d8nr5UH
— United Nations (@UN) October 16, 2023
თუმცა, როგორც ჩანს, ისრაელი გაჩერებას არ აპირებს. ქალაქი ღაზა ალყაშია და უკვე დაიწყო სახმელეთო ოპერაცია. ანალიტიკოსები კი ვარაუდობენ, რომ ბრძოლას მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებსა და „ჰამასის“ მიწისქვეშა გვირაბებში კიდევ უფრო დიდი და ტრაგიკული დანაკარგები მოჰყვება.
WATCH: Hamas turned a mosque into a rocket launching compound.
This is yet another example of Hamas’ shameless exploitation of civilian areas for its terrorist activities. pic.twitter.com/TvKsCdabO4
— Israel Defense Forces (@IDF) November 6, 2023
მსხვერპლი კი უკვე ძალიან დიდია. ორივე მხარეს, ღაზასა და ისრაელში ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე ათასობით გარდაცვლილს გლოვობენ.