მთავარიაზიაისრაელიისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაცია ღაზის სექტორში გრძელდება

ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაცია ღაზის სექტორში გრძელდება

ახლო აღმოსავლეთში ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომი გრძელდება. ისრაელის თავდაცვის ძალები ნელი ტემპით წინ მიიწევენ ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში. ქალაქი ღაზა ალყაშია მოქცეული. ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელთა მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ღაზის სექტორში “ჰამასის” კუთვნილი 5000-ზე მეტი სამხედრო ობიექტია განადგურებული. ხმელთაშუა ზღვაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ფლოტის რაოდენობა იზრდება, ადგილზეა ორი ავიამზიდი შესაბამისი საბრძოლო ჯგუფებით.


ისრაელის თავდაცვის ძალების პრესმდივნის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში “ჰამასის” 450 სამხედრო ობიექტზე იერიში მიიტანეს.

განადგურებულია “ჰამასის” სამხედრო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, სარაკეტო და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება.


ისრაელის თავდაცვის ძალების სახმელეთო შენაერთები ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში აწარმოებენ სამხედრო ოპერაციას.

პალესტინელები ეძებენ დაბომბვის შედეგად გადარჩენილებს Copyright AP Photo/Fatima shbair

ღაზის სექტორი ორად არის გაყოფილი, სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქი ღაზა კი ალყაშია მოქცეული.

ისრაელის თავდაცვის ძალები ქალაქ ღაზაში 48 საათში შევლენ.

ხმელთაშუა ზღვაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ფლოტის რაოდენობა იზრდება, შესაბამისი საბრძოლო ჯგუფებით ადგილზეა ორი ავიამზიდი USS Gerald R. Ford და The USS Dwight D. Eisenhower.

USS Gerald R. Ford Copyright Terje Pedersen/NTB Scanpix via AP

აღმოსავლეთ იერუსალიმში კი ისრაელის პოლიციას არასრულწლოვანი ცივი იარაღით დაესხა თავს. თავდამსხმელი პოლიციამ გაანადგურა, ორი სამართალდამცველი კი დაჭრილია.

სამი მარჩიანო, კედემის უბნის გამგებელი: “სამართალდამცველებს თავს 16 წლის ტერორისტი დაესხა. მან ორი სამართალდამცველი დაჭრა ცივი იარაღით, ერთი სამართალდამცველი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია, ტერორისტის განადგურებაში წვლილი სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმაც შეიტანეს”.

იორდანიის სამეფოს სამხედრო საჰაერო ძალები კი ღაზის სექტორში მყოფ მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებას აწვდიან.


“ჰამასის” მიერ კონტროლირებადი ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, დაღუპულთა რიცხვი უკვე 10 ათასს აჭარბებს, მათგან 4 ათასზე მეტი კი არასრულწლოვანია,  მილიონ-ნახევარი ადამიანი კი ლტოლვილად იქცა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend