“ჰამასსა” და ისრაელს შორის ომის 28-ე დღეს ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელთა განცხადებით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილი ალყაშია. პრესმდივან დანიელ ჰაგარის თქმით, ღაზის სექტორი ალყაშია ციდან და ხმელეთიდან. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი ენტონი ბლინკენი კი ისრაელშია.
Met with @IsraeliPM Netanyahu and reiterated the United States’ support for Israel’s right to self defense and reaffirmed our commitment to a two-state solution. pic.twitter.com/dFKgllDqNj
— Secretary Antony Blinken (@SecBlinken) November 3, 2023
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ისრაელისთვის თითქმის 15 მილიარდი ამერიკული დოლარის მოცულობის ფინანსური დახმარება დაამტკიცა.
ისრაელისა და “ჰამასს” შორის ომი გრძელდება. ისრაელის თავდაცვის ძალების შენაერთებმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილი ალყაში მოაქციეს.
Israeli forces advanced to the coast in the central #Gaza Strip on Nov. 2 as clearing operations continued. Fighting continued behind the Israeli forward line of advance in the central Gaza Strip, however.#IsraelHamasWar latest w/ @criticalthreats: https://t.co/IcJAAdmn80 pic.twitter.com/DDRbsUe5w6
— Institute for the Study of War (@TheStudyofWar) November 3, 2023
სამხედრო მოქმედებებში აქტიურ მონაწილეობას იღებს ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალებიც.
🔴 IDF troops uncovered tunnel shafts, rigged them with explosives, and neutralized Hamas’s terrorist tunnels during special operations inside Gaza. pic.twitter.com/LlSE7FbBt8
— Israel Defense Forces (@IDF) November 3, 2023
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესმდივნის განცხადებით, ბოლო 24 საათში “ჰამასის” 130-ზე მეტი მებრძოლი გაანადგურეს, დიდი ზიანი მიადგა “ჰამასის” სამხედრო ინფრასტრუქტურასაც.
დანიელ ჰაგარი, ისრაელის თავდაცვის ძალების პრესმდივანი: “ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილი ციდან, ხმელეთიდან, წყლიდან ალყაშია მოქცეული. ჩვენი ჯარები წინ მიიწევენ და გზად ტერორისტული ორგანიზაცია “ჰამასის” სამხედრო ინფრასტრუქტურას ანადგურებენ. ჩვენი ჯარები სრულ მზადყოფნაში არიან ჩვენი სახელმწიფოს ჩრდილოეთ საზღვრებთანაც, ირანი განაგრძობს უარყოფითი საგარეო პოლიტიკის წარმოებას და ეს რეგიონში სტაბილურობის აღდგენას ხელს უშლის”.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი შეხვდა ისრაელის არმიის ჯარისკაცებს და მათ თავდადებული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
ბენიამინ ნეთანიაჰუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი: “სამხედრო კამპანიის შუაგულში ვიმყოფებით. ჩვენ ბევრი წარმატება გვაქვს, წინ მივიწევთ, დანაკარგი გვაქვს, ეს მტკივნეულია, ყოველი მოკლული ჯარისკაცი კიდევ ერთი სიცოცხლის დასასრულია, თანავუგრძნობ დაცემულ გმირთა ოჯახებს. ღაზის სექტორში ყველას მოვუწოდებ, დატოვეთ საბრძოლო მოქმედებების ტერიტორია, ჩვენ არ შევჩერდებით, “ჰამასი” უნდა განადგურდეს. ჩვენ ღმერთის შემწეობით გავიმარჯვებთ”.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელშია. ეს ამერიკელი დიპლომატის მესამე ვიზიტია ისრაელში “ჰამასის” მიერ წამოწყებული ომის შემდეგ.
ისააკ ჰერცოგი, ისრაელის პრეზიდენტი: “ბატონო მდივანო, თქვენ ჩვენი ძვირფასი მეგობარი ხართ, ძალიან ვაფასებთ თქვენ მიერ ჩვენდამი გაწეულ დახმარებას. მადლობას გიხდით მორალური თვალსაზრისით გამართული პოზიციის დაკავებისთვის, მადლიერნი ვართ კონგრესის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვისაც, ნათელია, რომ ყველა ზომა უნდა მივიღოთ ისრაელის დატყვევებული მოქალაქეების გათავისუფლების მიზნით”.
ენტონი ბლინკენი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი: “დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო, მიხარია, რომ ისრაელში დავბრუნდი. ისრაელს მხარს ვუჭერთ, “ჰამასის” მიერ ჩადენილი ბოროტება პასუხგაუცემელი ვერ დარჩებოდა. ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება, ჩვენ ყოველთვის დავეხმარებით ისრაელს, როდესაც საქმე მშვიდობის უზრუნველყოფას ეხება”.
Thank you @SecBlinken for your, and @POTUS Biden’s, ongoing and steadfast support for the Israeli people.
We appreciate greatly your strong words of moral clarity, and the United States’s unanimous support for Israel’s right to self-defese, and the immediate and unconditional… pic.twitter.com/OYVWxlXRwe
— יצחק הרצוג Isaac Herzog (@Isaac_Herzog) November 3, 2023
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ისრაელისთვის თითქმის 15 მილიარდი ამერიკული დოლარის მოცულობის ფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა.
7 ოქტომბერს “ჰამასსა” და ისრაელს შორის დაწყებული ომის შედეგად ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა ინფორმაციით, 9 ათასზე მეტი პალესტინელია დაღუპული. ისრაელში 1400-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, 200-ზე მეტი კი “ჰამასის” მიერ არის გატაცებული.